ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ....
ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
მერიაში აღნიშნავენ, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილზე დამცავი ჯებირი გაკეთდება.
„მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და სავარაუდოდ, გზა ხვალ გაიხსნება. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. გზის გაწმენდის შემდეგ, სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება, რაც დამცავი ჯებირის გაკეთებას გულისხმობს“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
ლენტეხისა და ცაგერის რაიონში სამი საკონტროლო გამშვები პუნქტი ამოქმედდა.
“საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩებისა და ტროტუარების დამუშავების პროცესი გრძელდება.
ბათუმის მერიის ცნობით, ჰოსპიტლებისა და ჰიპერმარკეტების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, გარდა ცენტრალური ქუჩებისა, მოირეცხა და დეზინფექცია ჩაუტარდა წერეთლის ქუჩას, ,,ბათუმი პლაზის" მიმდებარე ტერიტორიას, ლერმონტოვის ქუჩის მონაკვეთს ბაგრატიონიდან ორბელიანის ქუჩამდე, პუშკინის, მელიქიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩებს.
„სპეციალური ხსნარებით დამუშავდა აღნიშნულ ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული...
მარნეულის სოფელ ხულდარაში მოსწავლეების ნაწილს ინტერნეტი არ აქვს და დისტანციურ სწავლებაში ვერ ერთვება
საქართველოს სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე მარტის დასაწყისში გადავიდნენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიხურა, იმისათვის, რომ მოსწავლეები სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩენილიყვნენ, სკოლებმა დისტანციური სწავლების სისტემა დანერგეს.
სოფელ ხულდარაში სკოლის მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაში ჩართვა სირთულეებთანაა დაკავშირებული. სოფელში ინტერნეტი გაყვანილი არ არის. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მოსწავლეები გვიყვებიან, რომ გაკვეთილებში მობილური ინტერნეტის გამოყენებით ერთვებიან.
„ჩვენთან მობილური ინტერნეტია მხოლოდ, სოფელში ინტერნეტი...
23 მარტიდან, მას შემდეგ რაც მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადავიდა და დაიხურა, კორონავირუსის შესახებ მარნეულში არა ერთი დეზინფორმაცია ვრცელდება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ერთ-ერთი პირველი დეზინფორმაცია, რაც მოსახლეობაშსი გავრცელდა ქალაქის თვითმფრინავების მეშვეობით დეზინფექცია იყო.
შემდეგ, გავრცელდა ამბავი, რომ თითქოსდა პრემირმინისტრმა განაცხადა, რომ მარნეულში კარანტინი 1-ლი აპრილიდან უქმდებოდა და მოსახლეობას შეეძლებოდა ჩვეულებისამებრ გადაადგილებულიყო.
მარნეულის მერს თავად უწევდა ამ ყალბი ინფორმაციის...
ქუთაისის საკრებულო 10 აპრილს რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში არსებულ სხდომათა დარბაზში, 14:00 საათზე ჩატარდება. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
დეპუტატები ერთ საკითხს განიხილავენ. ისინი ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე მერის განცხადების ცნობად მიღების შესახებ იმსჯელებენ.
ქუთაისის მერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ გაავრცელა. გიორგი ჭიღვარია განცხადებაში ამბობს, რომ ის პოლიტიკიდან მიდის და აკადემიურ სფეროში...
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მიერ დაფარვაზე უარი უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა.
ნარმანიას თქმით, მსგავსი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენით დაიზოგება საბიუჯეტო სახსრები და მთავრობას შესაძლებლობა გაუჩნდება, დაზოგილი თანხა უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებებისკენ მიმართოს.
„პლატფორმა რეალურად გუშინ ამოქმედდა. გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან, შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია პლატფორმის ამუშავებასთან დაკავშირებით. საკმაოდ მაღალია მომართვიანობა. უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა უარი კომუნალური...
მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.
„მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2 600 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტის დაგება, ასევე მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია „პარმა“ ასრულებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის მედიკოსებმა პნევმოკარკასული საველე ჰოსპიტალი მოაწყეს, რომელიც აღჭურვილია მართვითი სუნქთვის აპარატებით, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, სამხედრო ჰოსპიტალი 200 - ზე მეტი პაციენტის მიღებას შეძლებს. ის უზრუნველყოფილია თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით და ტექნიკით, "ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, ბაზის საკონტროლო - გამშვებ პუნქტებთან თერმოსკრინინგი ხორციელდება", წერს "აბხაზია ინფორმი".
აფხაზეთში, კერძოდ, გაგრაში, 8...
კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაერთო. როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა, Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს.
მათივე ცნობით, კლინიკა აღიჭურვა იმ სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით, რომელიც საჭიროა Covid19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მისაღებად. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებული ახალი ტექნიკა, ინვენტარი, ბოქსირებული პალატები.
„ბათუმის ახალი...
ბევრი ქართველი დაბრუნდა სოფელში და მოსალოდნელია, რომ მათ საკუთარი მიწის ნაკვეთი დაამუშაონ და აწარმოონ სურსათი საკუთარი მოხმარებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კვლევაში აღნიშნული, რომელიც COVID-19-ის სოფლის მეურნეობაზე გავლენის შესაფასებლად ჩატარდა.
გამოკითხული 175 ფერმერები და აგრობიზნესის წარმომადგენელები მიიჩნევენ, რომ COVID-19 -ს უარყოფითი გავლენა აქვს საწარმოო რესურსების ხელმისაწვდომობაზე.
გამოკითხულთა დაახლოებით 30% აცხადებს, რომ დოლარში არსებულ სესხზე გადასახადი გაიზარდა და როგორც ირკვევა, რესპონდენტების...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი.
როგორც გიორგი გახარიამ მსოფლიო ბანკის პროგნოზის კომენტირებისას აღნიშნა, "ვიბრძვით ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების და არცერთ ფრონტზე ცალკე აღებულზე გამარჯვებას ფასი არ ექნება."
"რა თქმა უნდა, ეკონომიკური გამოწვევები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ველოდებით და შესაბამისად ბიუჯეტში ცვლილებებიც...
დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზებისთვის მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში საჭიროა, 2020 წლის 10 აპრილის 16:00 საათიდან საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან, ამავე საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებულ ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე საავტომობილო მოძრაობის ჩაკეტვა, გარდა სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებებისათვის. ჩაკეტვის პერიოდში, დასავლეთიდან-აღმოსავლეთის...
„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ისინი თანამშრომლობენ საპატრიარქოსთან და მათთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„რომ გითრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატროარქოსთან, რომ ასე გადავწყვიტეთ-თქო - არა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ....
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში უნდა ველოდოთ.
ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ დღეს საქართველო, ისევე როგორც მსოფლიო ისეთი გამოწვევის წინაშე დგას, რომ ყველანაირი პროგნოზი პირობითია.
„ქვეყანაში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ და პიკს ზუსტად ჯერ ეპიდემიოლოგები ვერ აფასებენ, თუმცა ველოდებით აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისისკენ. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































