მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.
„მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2 600 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტის დაგება, ასევე მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია „პარმა“ ასრულებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.