ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
მერიაში აღნიშნავენ, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილზე დამცავი ჯებირი გაკეთდება.
„მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და სავარაუდოდ, გზა ხვალ გაიხსნება. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. გზის გაწმენდის შემდეგ, სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება, რაც დამცავი ჯებირის გაკეთებას გულისხმობს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.