ქუთაისის საკრებულო 10 აპრილს რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში არსებულ სხდომათა დარბაზში, 14:00 საათზე ჩატარდება. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
დეპუტატები ერთ საკითხს განიხილავენ. ისინი ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე მერის განცხადების ცნობად მიღების შესახებ იმსჯელებენ.
ქუთაისის მერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ გაავრცელა. გიორგი ჭიღვარია განცხადებაში ამბობს, რომ ის პოლიტიკიდან მიდის და აკადემიურ სფეროში დაბრუნება სურს.