რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ლენტეხში სამუშაო შეხვედრა გამართა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფები შედგა, რომლებიც მუნიციპალიტეტში სურსათისა და მედიკამენტების მარაგს პერიოდულად გააკონტროლებენ.
„შედგა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, სადისტრიბუციო კომპანიები მაღაზიებს მოამარაგებენ, სოფლებში კი ე.წ „ავტო-მაღაზიები"იმოძრავებენ. როგორც ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ქართული...
ზესტაფონის აგრარული ბაზარი 11 აპრილიდან ერთკვირიანი შეზღუდვის შემდეგ ფუნქციონირებას აგრძელებს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
"აგრარული ბაზარი დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად გააგრძელებს ფუნქციონირებას, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად,"-განაცხადეს ზესტაფონის მერიაში.
ბაზარმა კორონავირუსის პანდემიის გამო ფუნქციონირება საქართველოში არსებულ სხვა ბაზრებთან ერთად შეაჩერა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი...
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები და დადგენილი წესები შესრულდება, მაისიდან, სავარაუდოდ, მაისიდან შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პირველი ეტაპის ეფექტურად მართვა არ არის გარანტია, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი თავისთავად დაბალი იქნება და ამიტომ, თითოეულმა მოქალაქემ შეასრულოს ის რეკომენდაციები და წესები, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურები გვაძლევენ.
"ხელისუფლებამ, მთავრობამ, ჯანდაცვის სამსახურებმა...
თბილისის მერია 100 საპარკე სკამის 43 000 ლარად შეძენას აპირებს. თვითმართველობის ორგანომ ავეჯის შესასყიდად ტენდერი 7 აპრილს გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყება და 21 აპრილს დასრულდება. ხელშეკრულების დადებისთანავე კი, მიმწოდებელმა ეტაპობრივად უნდა განახორციელოს სკამების მონტაჟი სასურველ მისამართებზე.
დოკუმენტში არ წერია, ქალაქის რა ნაწილისთვის აპირებს თბილისის მერია საპარაკე სკამების შესყიდვას, მაგრამ პრესსამსახურის ინფორმაციით ეს, სავარაუდოდ ჭავჭავაძის გამზირისთვის ხდება.
თბილისის...
შემდეგი სტატია
ზუგდიდის ყინულის მოედნის დემონტაჟზე ტენდერი მერიამ ხელმეორედ გამოაცხადა. მასში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ, შპს "რებილდმა" მიიღო, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული. ის ხელისუფლებას სამუშაოების შესრულებას ნაკლებ ფასში, 195 ათას 400 ლარად ჰპირდება. ახლა შერჩევა-შეფასების ეტაპია მიმდინარეობს. თანხა იგივეა - 287 ათას 533 ლარი. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
რაც შეეხება პირველ ტენდერს, ის ჩაიშალა. დემონტაჟის სურვილი სულ სამმა კომპანიამ გამოთქვა - შპს "კელვინმა", შპს...
ჩვენ ვთვლით, რომ ეს არანაირ რისკს ჯანმრთელობასთან მიმართებაში არ შეიცავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქუჩებში სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ ზომებს ბევრი სხვა ქვეყანა მიმართავს და შედგენილია კონკრეტული გრაფიკი თუ რამდენ ხანში ერთხელ და რა მასალით იქნება ქუჩები მორეცხილი.
„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა, ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს ამ ზომებს. ჩვენ დეტალურად გვაქვს...
წინა სტატია
საკანონმდებლო მაცნეზე 10 აპრილს გამოქვეყნდა მთავრობის 238-ე დადგენილება, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს ნებადართული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს აზუსტებს. ცვლილებები შევიდა მთავრობის 30 მარტის დადგენილების "დანართ 2"-ში და მას 35-ე პუნქტი ჩაემატა.
კერძოდ, ახალ გამონაკლისებს შორის მოხვდა საკადასტრო და აზომვითი საქმიანობები.
"ამ დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართით გათვალისწინებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ამ დადგენილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ამბობს, რომ მთავრობას 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასის შენარჩუნებისთვის სუბსიდირების ხელშეკრულებები 20-მდე კომპანიასთან აქვს გაფორმებული.
კერძოდ კი, ეს პროდუქტებია - ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი.
“20-მდე სხვადასხვა მსხვილ იმპორტიორთან გვაქვს შეთანხმება უკვე გაფორმებული. ეს არის სწორედ ამ ძირითადი პროდუქციის შემომტანი პირები...
COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ქალაქ ხონში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების 17 ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა, - აცხადებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება...
დედაქალაქის მერიამ 25 მარტს, 94,441 ლარის ღირებულების ფეიერვერკების შეძენის შესახებ გააფორმა ხელშეკრულება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
კომპანია "ქოლორფულ სფირითსთან” გაფორმებული კონტრაქტი ერთწლიანია და ის ძალაში 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით იქნება ძალაში.
BMG-ის კითხვაზე - თუ რა ღონისძიების გასაფორმებლად იყიდა მერიამ ფოიერვერკები, დედაქალაქის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მისი შეძენა ზოგადად ყველა დღესასწაულისთვის მოხდა.
ჯამურად, დედაქალაქის მერია 2670 ცალ ფოიერვერკის ჭურვს ყიდულობს.
კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კარაქი, ზეთი, ორცხობილა, შაქარი - ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებს უახლოეს დღეებში უნდა გადასცენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ბაგა-ბაღების გართიანების უფროსის, ზაურ ქარამოვის თქმით, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მომწოდებელ კომპანიასთან.
„შთანხმებებს დღე ვაკეთებთ (კომპანიასთან) ხვალ ან ზეგ მოგვაწოდებენ პროდუქტებს. მთლიანი პაკეტი დაახლოებით 25, 30 კილო იქნება. ამ პროდუქტებში არ შევა მალფუჭებადი...
წინა სტატია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ პოსტ-კრიზისული გეგმის შესახებ მსჯელობაში ოპოზიციური სპექტრიც უნდა იყოს ჩართული.
„ვიზიარებ იმ ნაწილს, რომ მსჯელობები უნდა იყოს და ამაში ოპოზიციური სპექტრი უნდა ჩაერთოს. თუ დემოკრატიაზე გვაქვს პრეტენზია და ამაზე უარი არ გვითქვამს კორონავირუსის გამო, ამ ვალდებულებას ვერავინ გააუქმებს“,-აღნიშნა კაკულიამ კომიტეტის სხდომაზე.
მისივე ინფორმაციით, იგეგმება კომიტეტებსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის...
წინა სტატია
„ევროპული საქართველო" სრულად უჭერს მხარს იმ წინადადებებს, რაც საქართველოს ხუთმა ბიზნეს ასოციაციამ წარუდგინა მთავრობას, როგორც სასწრაფოდ გადასადგმელი ნაბიჯების ჩამონათვალი. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.
„ევროპულ საქართველოში" განმარტავენ, რომ სამი კვირის წინ მათ მიერ წარდგენილი კომპლექსური ანტი-კრიზიული გეგმა, მოიცავს ბიზნეს-ასოციაციების მიერ წარდგენილ წინადადებებსაც.
„ეს წინადადებია: საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით (20%-დან 0%-მდე დაყვანა), ხოლო შემდეგი 4 თვით განახევრება (20%-დან 10%-მდე დაყვანა);...
საქართველოში მოქმედი 5 ბიზნესგაერთიანება ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და სასწრაფოდ მისაღები კონკრეტული ნაბიჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ხუთი ბიზნესგაერთიანება 5 რეკომენდაციაზე მიუთითებს, რომელიც, მათი თქმით, სასწრაფოდ მისაღებია.
“ჩვენ, საქართველოში მოქმედი ხუთი ბიზნესგაერთიანება: საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, ვმოქმედებთ რა ჩვენს გაერთიანებებში გაწევრიანებული კომპანიების სახელით, რომლებიც...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მცხოვრებ ორ ადამიანს კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა და ისინი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმი აცხადებს, იმერეთის რეგიონში საერთო ჯამში 22 ინფიცირებული პაციენტია, 3 კი - გამოჯანმრთელებული.
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კოვიდ-19 კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა და ისინი უკვე ინფექციურში გადავიყვანეთ. პირველი ინფიცირებულის შემთხვევაში პირველწყარო ნაპოვნი არ გვქონდა და ამ ორი შემთხვევის შედეგად...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს პრემიერმინისტრის მეთაურობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გიგა მანდარიას განცხადებით, ზუგდიდში ყველა პროექტი - წყალმომარაგების სისტემის, წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ამ დროისთვის, ზუგდიდში სამი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს. მშენებლობა ყველა ობიექტზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































