დედაქალაქის მერიამ 25 მარტს, 94,441 ლარის ღირებულების ფეიერვერკების შეძენის შესახებ გააფორმა ხელშეკრულება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
კომპანია “ქოლორფულ სფირითსთან” გაფორმებული კონტრაქტი ერთწლიანია და ის ძალაში 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით იქნება ძალაში.
BMG-ის კითხვაზე – თუ რა ღონისძიების გასაფორმებლად იყიდა მერიამ ფოიერვერკები, დედაქალაქის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მისი შეძენა ზოგადად ყველა დღესასწაულისთვის მოხდა.
ჯამურად, დედაქალაქის მერია 2670 ცალ ფოიერვერკის ჭურვს ყიდულობს.