იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, რეგიონში სასაფლაოებზე დაწესებული 10 დღიანი შეზღუდვის გაგრძელება საჭირო აღარ იქნება, მისივე თქმით, 10 დღეში ქუთაისში შესვლისა და ქალაქიდან გასვლის შეზღუდვებიც მოიხსნება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„სასაფლაოებზე ძალიან მშვიდი ვითარებაა. გუშინ იყო რამდნეიმე მსუბუქი შემთხვევა, მაგრამ სასაფლაოებზე მოსახლეობა მასიურად არ გავიდა არც გუშინ და არც დღეს. წესებს იცავენ და არ გვიწევს ვინმეს დაჯარიმება. ჩვენ ვმოქმედებთ არსებული...
წინა სტატია
პრემიერმინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, ქალაქ ბოლნისისა და სოფელ რაჭისუბანის დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან გამოყოფის გადაწყვეტილება დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა. მისივე თქმით, იწყება ფართომასშტაბიანი ტესტირება.
"აქ დაინფიცირებულია არაერთი სამედიცინო პერსონალი და რადგან სამედიცინო პერსონალს უხდება ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, ბუნებრივია, გაჩნდა საფრთხე, ხომ არ არის ვირუსი მოსახლეობის ფართო ფენაზე გასული. ამიტომ ვიწყებთ ძალიან ფართო სკრინინგს, ტესიტრებას, რომ ბოლომდე აღმოვფხვრათ ყველა საეჭვო კერა და...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მომავალი კვირიდან იმ კომპანიების შემოწმებას აანონსებს, რომლებიც ონლაინ ვაჭრობით არიან დაკავებული.
მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ონლაინ ვაჭრობა იქნება პრიორიტეტი, როდესაც დაიწყება ეკონომიკის ამოქმედება.
„როგორც არაერთხელ ითქვა, პრიორიტეტი ბიზნეს სექტორებს შორის იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ეკონომიკის ჩართვას და ამოქმედებას, მიენიჭება იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ონლაინ ვაჭრობით ან უნდა გადაეწყონ ონლაინ ვაჭრობაზე....
წინა სტატია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს 17 აპრილს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს.
ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.
უწყება აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.
„კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მით უფრო, აღდგომის...
კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, რუსეთს ჯარები ანექსირებული ყირიმიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფის სამხედროები გადაჰყავთ. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 სპეციალური ავტომობილისგან შემდგარი კოლონა მიემართება.
ამასთან, რუსული მედიის ცნობითვე, ადგილზე ჩასვლისთანავე, დროებითი ავტოპარკი და დეზინფექციის პროცესში ჩართული სპეციალური...
საქართველოს ფოსტა მედიკამენტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს მოქალაქეებს სახლში უსასყიდლოდ მიაწვდის, - ამის შესახებ მთავრობის 16 აპრილის განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, ცვლილება კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმით, სხვადასხვა უწყებებისთვის განსაზღვრულ ძირითად ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებში შევიდა.
"შპს „საქართველოს ფოსტამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან/და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავალების საფუძველზე უზრუნველყოს სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და...
შემდეგი სტატია
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.
“მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, -...
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „სოკარ ჯორჯია გაზს“ პურის ქარხნებისა და საცხობებისთვის გაზის ტარიფის შემცირების გამო მადლობას უხდის.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი...
ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.
ბოლნისის მერიამ ქალაქისა და სოფლის ჩაკეტვის გადაწყეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო. მათივე ცნობით, ქალაქისა და სოფლის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს.
საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.
„შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად...
"ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში პირბადეების წარმოება კორუფციური სქემით ხდება და მასში მაღალჩინოსნები არიან ჩართულები.
კერძოდ, თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კომპანია "ემ ჯი ემტექსის" უკან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ (ეკონომიკის სამინისტრომ) დოლბანდის პირბადეების შეკერვა შეუკვეთა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, ასევე მისი ძმა, სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე...
საპატრიარქო: სასულიერო პირებს, მგალობლებს და სტიქაროსნებს მანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ
საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. თუმცა, მრევლს ეს წესი არ ეხება.
ამ განცხადებით საპატრიარქო მთავრობის მიერ გუშინ დაწესებულ ახალ შეზღუდვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დღეს, 12:00 საათიდან აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
საპატრიარქოს განცხადებაში წერია:
"გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც...
წინა სტატია
გორში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე სავაჭრო დახლების დემონტაჟის საკითხს ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
იურისტი, ლექსო მერებაშვილი ამბობს,რომ საგანგებო მდგომარეობის ვადით აკრძალულია ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობა, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა. ის მერიის მიღებულ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილად მიიჩნევს, მაგრამ მისივე თქმით, დახლების დემონტაჟის შესახებ მოვაჭრეებს წინასწარ უნდა სცოდნოდათ.
"გარევაჭრობა არ ხვდება ამ გამონაკლისებში, რამდენადაც ვირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს რადგან აქ ადამიანებს...
გორის სოციალურ მაცივარში მოსახლეობამ პროდუქტების დატოვება დაიწყო. მოქალაქეები მიდიან და სტალინის #13-ში მდებარე მაცივარში სურსათს იმ ადამიანებისთვის ტოვებენ, რომლებსაც საკვები სჭირდებათ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ქალაქში სოციალური მაცივარი 5 წლის წინ, გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროას" ინიციატივით დაიდგა. თავდაპირველად, მოსახლეობა მაცივარში პროდუქტებს აქტიურად ტოვებდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაცივარში საკვები პროდუქტების რაოდენობა შემცირდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მატებასთან ერთად, გორის მოსახლეობამ კვლავ...
ახალი რეკომენდაციების შესაბამისად, როგორც მთელ საქართველოში, ასევე იმერეთშიც 21 აპრილის ჩათვლით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად აიკრძალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერებს მიეცათ რეკომენდაცია, სოციალურად ყველაზე მოწყვლად კატეგორიას სასურსათო პაკეტები ადგილზე მიუტანონ, ასევე დაემხარონ მათ საჭიროებებიდან გამომდინარე.
სახელმწიფო რწმუნებულის რეკომენდაციის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა დღეს, მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ დიანა ფოცხვერაშვილთან და საკრებულოს ჯანდაცვის...
რუხის საავადმყოფომ ფუნქციონირება დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკა 72 პაციენტს მიიღებს.
„ამ ეტაპზე არის 35 ექიმი მობილიზებული. რუხის საავადმყოფო იფუნქციონირებს როგორც საავადმყოფო და მას დღეს აქვს რესურსი, რომ მიიღოს 72 პაციენტი, აქედან 14 რთული პაცინეტი. ჩვენ ვაძლიერებთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც რუხის საავამდყოფოს გააჩნია. ეტაპობრივად მოხდება ამ რიცხვის გაორმაგება და შემდეგ ჩვენ ავალთ რუხის საავადმყოფოს სრულ მოცულობაზე, რომელიც არის...
ოკუპირებული გალის ბაზარი წინასააღდგომოდ გაიხსნა. მოვაჭრეებს ნება დართეს, დღესასწაულის წინა დღეებში საკუთარი პროდუქცია გაყიდონ. ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ომარ ბგანბას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო შტაბმა გადაწყვიტა, რომ შაბათის ჩათვლით, ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ივაჭრონ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
თუმცა, მან არ იცის, იმუშავებს თუ არა გალის ბაზარი აღდგომის შემდეგ. აფხაზური მედიის ცნობით, ამ საკითხს უკვე არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































