თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, იმ კომპანიებს რომლებსაც ამ ეტაპზე საწარმოო პროცესი შეჩერებული აქვთ, დასუფთავების მოსაკრებელი ჩამოეწერებათ.
"ეკონომიკური საქმიანობის შეღუდვის გამო, იმ მდგომრეობის გამო, რაც ქვეყანაშია, მეწარმეების დიდმა ნაწილმა საქმიანობა შეაჩერა. მერიის საწარომ, "თბილსერვის ჯგუფმა" აღრიცხა ასეთი საწარმოები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ დროის განმავლობაში, რა დროითაც საქმიანობა ექნებათ შეჩერებულები.
ამას გარდა, იცით, რომ პარასკევს წარმოდგენილი იქნება სოციალური...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ფეისბუქ ლაივით“ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოსახლეობის გადაადგილების პრობლემას გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემა თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობას აქვს. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული სოფლების მოსახლეობის სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში გასვლას, გარკვეული დროის განმავლობაში, შესაბამისი გამგეობები უზრუნველყოფენ.
„გუშინ გაგრძელდა რიგი შეზღუდვები, რომელიც გათვალისწინებულია იმ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, რაც ემ ეტაპზე ქვეყანაშია. ჩვენმა ღონისძიებებმა...
პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას 97 მომხრითა და 10 მოწინააღმდეგით მხარი დაუჭირა. დადგენილებას კენჭი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ უყარეს.
მანამდე პარლამენტში დებატები გაიმართა. ოპოზიცია ითხოვდა, მთავრობას წარმოერდგინა ბოლო 1 თვის ანგარიში და, აგრეთვე, სამოქმედო გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერდნენ.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობის მიმართვისა და საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გუშინ გამოსცა ბრძანება საქართველოს...
შემდეგი სტატია
თბილისის მერს, კახა კალაძეს იდეა აქვს, რომ დაწესებული რეგულაციების გაუქმების შემდეგ, კვირაში ორი დღე, შაბათ-კვირას კერძო ტრანსპორტით გადაადგილება საერთოდ აიკრძალოს. მისივე განმარტებით, აღნიშნული იდეა თბილისში საგანგებო მდგომარეობის დროს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლების შემდეგ გაჩნდა.
როგორც კალაძე ამბობს, მას ამ საკითხზე საზოგადოების აზრი აინტერესებს და ამიტომ ამ იდეასთან დაკავშირებით ინტერაქტივიც იქნება.
„როდესაც უკვე აღდგება მოძრაობა, როდესაც დაიწყებენ მუშაობას შესაბამისი სამსახურები, გვაქვს...
მომავალი კვირიდან კახეთში მედპერსონალის მასიური ტესტირება იწყება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, შესაბამისი გრაფიკი უკვე შედგენილია.
"ყველამ ვიცით, რომ ამ ვირუსის ყველაზე ცუდი მახასიათებელი უსიმპტომო მიმდინარეობაა, რაც შესაძლოა სხვა პირისათვის საფრთხის შემცველი იყოს. ამიტომ მომავალი კვირიდან უკვე დავიწყებთ მედპერსონალის ტესტირებას. ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ გვაქვს. ბუნებრივია, ყველა...
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება დასაშვებია. გადაწყვეტილების მიზეზად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობას ასახელებენ, თუმცა, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში Qartli.ge-ს უთხრეს, რომ მსგავსი დირექტივა ცენტრალური ხელისუფლებისგან ჯერ არ მიუღიათ.
"ჩვენს მუნიციპალიტეტს მსგავსი დირექტივა მსუბუქი ავტომობილების დაშვებასთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლებისგან ჯერ არ მიუღია. თუ რამ შეიცვლება ამას რა თქმა უნდა...
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამებს აგრძელებს. უწყების ინფორმაციით, შეუფერხებლად ფინანსდება კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური სამედიცინო მომსახურებები, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსლანტაცია, ასევე ძვირადღირებული მედიკამენტები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში ცვლილება არ შეხებია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გარკვეული პერიოდით გადავადდა რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილს მოიხსნება. ამავე...
სტატიის გაგრძელება
მარნეულში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. სოფელ შულავრის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა მძიმე სოციალურ ეკონომიკურ პირობებს აპროტესტებს. ისინი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
“რადიო მარნეულის” ინფორმაციით, ადგილზე შეკრებილმა აღმამედლოს, კასუმლოს, ულაშლოს, კირიხლოს, ქვემო ყულარის, იმირის და შულავრის მცხოვრებლებმა მოყვანილი პროდუქტი ქუჩაში გამოიტანეს და პროტესტის ნიშნად, გზაზე დაყარეს.
მოსახლეობა მარნეულში საგანგებო მდგომარეობის პირობებში შექმნილ შეზღუდვებს აპროტესტებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მანქანით გადაადგილების საშვებს ძირითადად სადისტრიბუციო მომსახურეობისათვის გასცემს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
როგორც მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ მერია, ძირითადად, მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ საჭირო და აქტუალურ პროდუქტებზე აკეთებს დაშვებას.
„არის ასევე გამონაკლისები, ეს ეხება ფერმერებს და ა.შ. რასთან დაკავშირებითაც ხდება საშვის დაშვება. ამ მიმართულებით მერიაში რამდენიმე ადამიანი მუშაობს, მერიის ცხელ ხაზზე ზარის შემოსვლის შემდგომ ისინი...
წინა სტატია
გორელოვკაში პოლიციის მისვლის შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ, ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხდებიან. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„პოლიციის უფროსი მოვიდა და გვითხრა დაიშალეთ და რამდენიმე დღეში ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლები თვითონ შეგხვდებიანო. ხვალ ან ზეგ დაგვირეკავენ მერიიდან და საქმეს გადავწყვეტთ“,- თქვეს გორელოვკაში.
ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში ადგილობრივებმა აქცია დღეს, 22 აპრილს გამართეს. მათი განცხადებით, დაპირება, რომლითაც სოფელში საძოვრების და სასმელი...
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება განსაზღვრული დროით ყველა მუნიციპალიტეტში შესაძლებელი იქნება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შეეძლებათ დილის 6:00-დან 8:00 საათამდე იმისათვის, რომ ისინი მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე და საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე იმისათვის, რომ დაბრუნდნენ სახლში. გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების...
სტატიის გაგრძელება
ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში ადგილობრივები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, დაპირება, რომლითაც სოფელში საძოვრების და სასმელი წყლის პრობლემა უნდა მოგვარებულიყო, არ შესრულდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ჩვენ დაგვპირდნენ რომ ეს საძოვრები, რომელიც ჩვენს სოფელს ეკუთვნის დაგვიბრუნებდნენ. დოკუმენტების გარეშე სხვა ადამიანებს აქვთ მიტაცებული. არ შესრულდა დაპირება და ხალხი ისევ გამოვიდა, მთელი სოფელი ვიკრიბებთ. გუბერნატორი დაგვპირდა მაშინდელ აქციაზე მაგრამ ისევ პრობლემაა“, –...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის ფორმით, 150 000 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები იყიდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორც უწყება განმარტავს, პროდუქტებს მოსახლეობას დაურიგებენ.
ხელშეკრულება მერიამ შპს "ლატეს" გაუფორმა. პროდუქტებს შორის არის 3 000 კგ მაკარონი, ამავე რაოდენობის ვერმიშელი, ბრინჯი, შვრიის ფანტელი და შაქარი; ასევე, 6 000 ლიტრი ზეთი, 30 000 ცალი კვერცხი და ა.შ
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი...
ქუთაისში ორმაისობა, იგივე გვირილობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, არ აღინიშნება.
როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, ჯერჯერობით ბიუჯეტში ცვლილება შესული არ არის, თუმცა ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა დღესასწაულისთვის განკუთვნილ თანხას საჭიროებისამებრ მოიხმარს.
ორმაისობა ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. ყოველწლიურად გვირილობის დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები იმართებოდა.
ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის აღნიშნვა, 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული...
აფხაზეთში აგრარული ბაზრების უმეტესი დიდი ნაწილი მუშაობას შეკვეცილი გრაფიკით განაახლებს. შესაბამისი განკარგულება აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ 17 აპრილს გასცა, წერს "აფსადგილ ინფო".
ამავე ცნობით, სოხუმის ცენტრალური ბაზარი კვირაში სამჯერ, პარასკევს, შაბათს და კვირას იმუშავებს, 16 საათამდე, ხოლო 19 საათიდან ქალაქის სურსათის უვნებლობის სამსახური ტერიტორიის დეზინფექციას ჩაატარებს.
დღეიდან მუშაობას იწყებს გალის ბაზარიც, რომელიც ასევე კვირაში სამჯერ, ოთხშაბათს, პარასკევს...
საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრს (CMSR) შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.
სააგენტოს ინფორმაციით, საგრანტო თანხა 563 540 ევროს შეადგენს, რომელიც სრულად მოხმარდება პროექტის - „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“, განხორციელებას. პროექტი სატყეო რეფორმის შემადგენელ ნაწილია, რომლის განხორციელება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტყის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით მართვას, არამედ ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































