შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში განმარტეს, რა დახმარებას მიიღებენ სახელმწიფოსგან სოციალურად დაუცველი ოჯახები. დეტალებზე უწყებაში გამართულ პრეზენტაციაზე მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პროგრამაში 70 ათასი ოჯახი - 190 ათასი ადამიანია ჩართული, რომელთა სოციალური ქულაც 65 000-100 001-ს შეადგენს და ისინი დახმარებას არ იღებენ. „ამ ეტაპზე 6 თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველები მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებებს: 1-სულიან ოჯახზე 70 ლარის...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობის მოსახლეობამ სოფელთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის გახსნისა და დაშლისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყბელი ავრცელებს. ადგილობრივები სოფელ მიწობში გაზიფიცირების მოთხოვნით გამოვიდნენ. ისინი ამბობენ, რომ მილსადენი სოფელზე გადის, მათი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება კი ჯერ არ იგეგმება. აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ სოფელში წყალი სასმელად არ ვარგა, ასევე სოფელს არ აქვს ამბულატორია და საბავშვო ბაღი. აქციის მონაწილეებს ხაშურის მერიის წარმომადგენლები...
ბოლო 24 საათის განმავლობაში, თერჯოლის სოფელ ღვანკითში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, - აღნიშნულის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. როგორც შალამბერიძე განმარტავს, სოფელ ღვანკითში მოსახლეობის ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „დღევანდელი დილის მდგომარეობით, ღვანკითში სიტუაცია უცვლელია, დამატებით ინფიცირებულები არ გვყავს, საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს, მაღაზიები ფუნქციონირებს, ერთი მაღაზიაც დავამატეთ და პროდუქტის, მედიკამენტების დეფიციტი არ არის. ღვანკითში ყოველდღიურად ვიღებთ ნიმუშებს, მათ...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ამ დროისთვის 600-მდე კომპანიაა შემოწმებული. „მონიტორინგი მიმდინარეობს და ასევე გაგრძელდება აუცილებლად, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ჩვენ აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და შესაბამისად, ეს პუნქტები სამინისტროს მხრიდან იქნება აუცილებლად დაცული. დღემდე შემოწმებულია 600-მდე კომპანია, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათთან წინასწარი კომუნიკაციის შედეგად, ისინი იყვნენ იმდენად მზად, რომ კომპანიების 80%-მა დააკმაყოფილა ის...
წინა სტატია "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილებები ამჯერად წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. აჭარის მთავრობის ცნობით, კომიტეტის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, საბიუჯეტო ცვლილებები ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარების გათვალისწინებით დაიგეგმა. მათივე ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობისა...
video
გურჯაანის "გლეხური ბაზარი", ჯერჯერობით, არ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯააის ტელევიზია ავრცელებს. ბაზრის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს ვერ შაესრულებენ. მათ საკუთრებაში არსებული ტერიტორია სრულად უნდა მოაწესრიგონ. რა დრო დასჭირდება პრობლემის მოგვარებას, ჯერ არ იციან. 24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ამავე გეგმის მიხედვით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო.  27...
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპს ხვალ დაიწყებს. დახმარებას კვლავ 2252 აღსაზრდელი მიიღებს. ამის შესახებ სპექტრი წერს.  როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, ლელა თევდორაშვილი ამბობს, მშობლები წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით პროდუქტს საბავშვო ბაღებში აიღებენ. დარიგების პროცესში მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები „პროდუქტის გაცემისას დაცული იქნება ყველა საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა. მშობლები პროდუქტის წასაღებად მოვლენ პირბადეებით და...
ქუთაისის შემოსასვლელების ისევ ჩაკეტვამ მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. მათ, ვისაც სასოფლო სამეურენო სამუშაოებისთვის ქალაქიდან გასასვლელად საშვები ჭირდებათ, გრძელ რიგში უწევთ დგომა. ათეულობით ადამიანი მერიასთან არის შეკრებილი. მათი თქმით, ქალაქიდან სურთ გასვლა, თუმცა შეზღუდვების გამო გარკვეული საშვები ჭირდებათ, რის გამოც იძულებული გახდნენ მერიასთან მისულიყვნენ და დისტანცია დაერღვიათ. ამის შესახებ ნიპრესი წერს. ფაქტს გამოეხმაურა ოპოზიცია. საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას...
ლანჩხუთის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელიც 30 აპრილისთვისაა ჩანიშნული, საკრებულოს წევრებს ერთ-ერთ საკითხად მოუწევთ იმსჯელონ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . ამის შესახებ ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.  გამოცემა წერს, რომ მართალია, ლანჩხუთის მერის  წარმომადგენლები და მათი თანაშემწეები ადმინისტრაციულ ერთეულებში,...
დღეს, დილიდან განახლდა ოზურგეთის ბაზრის ტერიტორიაზე იმ ნაგებობების და დახლების აღება, სადაც ტანსაცმლით ვაჭრობდნენ. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.  გამოცემა წერს, რომ საკმაოდ დიდი ფართი, რომელიც ამ  სახელდახელოდ მოწყობილ დახლებს თუ ფიცრებით შეჭედილი  ქოხმახების მსგავს ნაგებობებს ეკავა, თანდათან თავისუფლდება და როგორც  შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორი სოსო სიხარულიძე ამბობს, ორ დღეში გათავისუფლდება აქაურობა. "მალე გვექნება განახლებული, შეღებილი, დასუფთავებული დახლებითა და თაროებით მოწყობილი სავაჭრო...
ქალაქ ოზურგეთში მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე 2016 წელს აშენებული ნაპირსამაგრი კედელი, რომელიც ბიუჯეტს 3 135 500 ლარი მთლიანად გამოსულია წყობიდან და მისი გარკვეული ნაწილი უკვე ჩამონგრეულია. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.  ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ეს გამოწვეულია მაშინდელი ქალაქის ხელმძღვანელობისა და მშენებარე კომპანია "პირამიდას" მაშინდელი ხელმძღვანელობის კორუფციული გარიგებების გამო: "იმის ნაცვლად რომ გათვალისწინებული სამუშაოები პროექტის მიხედვით ეწარმოებინათ, მშენებლებმა და...
კომპენსაციის გაცემის წესი იდენტიფიცირებული და არაიდენტიფიცირებული თვითდასაქმებულებისთვის განსხვავებული იქნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაციისას განაცხადა. „იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში ეს იქნება ძალიან მარტივი, 10 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტო დაადარებს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ბაზებს, განაცხადებს და ამ ვადებში მოხდება. ხოლო რაც შეეხება არაიდენტიფიცირებულ თვითდასაქმებულებს, ამ...
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მედპერსონალის „კოვიდ-19“-ზე გამოკვლევები იწყება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა, ლელა ქაჯაიამ განუცხადა. „სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედის“ ლაბორატორიაში დღეს იწყება მედპერსონალის ტესტირება „კოვიდ-19“-ზე. ეს არის ის სამიზნე ჯგუფი, ვისაც უშუალო შეხება აქვს „კოვიდ-19“-ით დიაგნოსტირებულ პაციენტებთან“, – განაცხადა „კორპორაცია პრაიმედის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლელა ქაჯაიამ. მისი თქმით, პირველ ეტაპზე მედპერსონალის გამოკვლევა იგეგმება, რის შემდეგაც უკვე ჯანდაცვის თანამშრომლებს გამოიკვლევენ. „კოვიდ-19“-ზე...
ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, სოფლის მეურნეობის სექტორში სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო იმერეთისთვის 1,16 მლნ ევროს მხარდაჭერა გამოაცხადა პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, ორგანულ სოფლის მეურნეობის სექტორში, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა. მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ ფერმერებს, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს და ორგანული სოფლის მეურნეობის სხვა წარმომადგენლებს. , საოჯახო სასოფლო-მეურნეობებისთვის, ოფიციალური / არაფორმალური ფერმერის...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მცხოვრებ, დაახლოებით, 42 პირს იზოლაციის რეჟიმი დაუსრულდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ნებისმიერი სოფლის, როგორც მაღალი რისკის ზონის, მოხსნა საკარანტინო რეჟიმიდან, როგორც წესი მას შემდეგ ხდება, როდესაც ინფიცირების ბოლო შემთხვევიდან 28 დღე გადის. ნიჟარაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს. „ქობულეთში იზოლაციის რეჟიმი უკვე დაუსრულდა სოფელ გვარას მცხოვრებლებს, ეს იყო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 87 ფაქტი გამოავლინა. უწყების ცნობით, პოლიციამ 28 აპრილის 21:00 საათიდან 29 აპრილის დილის 6:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 70 მოქალაქე დააჯარიმა. “ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 87 ახალი ფაქტი გამოვლინდა....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ