წყალში გადაყრილი სამი მილიონი – ოზურგეთში ნაპირსამაგრი ჩამოიშალა

736

ქალაქ ოზურგეთში მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე 2016 წელს აშენებული ნაპირსამაგრი კედელი, რომელიც ბიუჯეტს 3 135 500 ლარი მთლიანად გამოსულია წყობიდან და მისი გარკვეული ნაწილი უკვე ჩამონგრეულია. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. 

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ეს გამოწვეულია მაშინდელი ქალაქის ხელმძღვანელობისა და მშენებარე კომპანია “პირამიდას” მაშინდელი ხელმძღვანელობის კორუფციული გარიგებების გამო:

“იმის ნაცვლად რომ გათვალისწინებული სამუშაოები პროექტის მიხედვით ეწარმოებინათ, მშენებლებმა და ქალაქის ხელმძღვანელობამ გამოყოფილი თანხის მინიმუმ ნახევარი ჯიბეში ჩაიდეს, მარტო ის რად ღირს რომ ინერტული მასალის გამოყენების ნაცვლად სხვა მშენებლობებზე აღებული ნარჩენებით ისარგებლეს და ასეულ ათასობით ლარი მიითვისეს” – აცხადებს მჟავანაძე და გამოძიებას ამ კონკრეტული ფაქტით დაინტერესებას თხოვს, რადგან მისივე განცხადებით სამი მილიონი წყალში ჩაიყარა და ახლა ყველაფერი თავიდან გასაკეთებელია.

მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლის მიხედვითაც უნდა ჩაისხმულიყო ჯებირის საძირკველი და გაკეთთებულიყო დამცავი ნაგებობა თავიდანვე კითხვებს ბადებდა და ამის შესახებ მაშინდელი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი თამარ ნადირიძე ბევრჯერ სვამდა კითხვებს თავის ოფიციალურ განცხადებებსა  თუ საკრებულოს სხდომებზე გამოსვლისას..

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ჯებირის კედელსა და არსებულ დაზიანებულ გზას შორის არსებული სიცარიელის შევსება ახალი კედლის საძირკვლის უკანა მხარეს უნდა მომხდარიყო 780 კბ/მ ქვიშა-ხრეშოვანი გრუნტით, ასევე შემდეგში  სიცარიელების შევსება კედლის უკანა 4300 ქვიშა-ხრეშოვანი გრუნტით, სულ გათვალისწინებული იყო 5080 კბ/მ.

მაშინ არსებული ფასების მიხედვით 1 კბ/მ ქვიშა-ხრეშის მინიმალური ფასი ადგილზე მიტანით გახლავთ 18-20 ლარს შეადგენდა . ორივე შემთხვევაში გათვალისწინებული იყო კარიერზე ზემოხსენებული მასალის დამუშავება შემდეგში ადგილზე მიტანა და რაც მთავარია ადგილზე უნდა მომხდარიყო მათი დატკეპნა.

ქვიშა-ხრეშიანი გრუნტით სიცარიელების შევსება ძალიან მნიშნელოვანია ნაპირსამაგრი სამშაოებისას, რადგანაც იგი არამარტო სიცარიელეს ავსებს, არამედ გზიდან გაჟონილი და ასევე მდინარის მიმართულებით გამავალი გრუნტის წყლების შეუფერხებელ გატარებას უზრუნველყოფს, რომელიც ჯებირიდან მდინარეში უნდა ჩავიდეს ჯებრის კედელში დატანებული სადრენაჟე მილებით.

მშენებარე კომპანიამ კი ინერტული მასალის ნაცვლად მაშინდელი ქალაქ ოზურგეთის ხელმძღვანელობის ნებართვით ნარჩენები გამოიყენა, რის გამოც მივიღეთ ის რაც მივიღეთ.

“იმ შემთხვევაში თუ კი ადგილზე არსებული საამშენებლო ნაგავი გამოყენებული იქნებოდა ქვიშა-ხრეში გრუნტის მაგივრად, ამ ყველაფერს ექნებოდა ძალიან ცუდი ეფექტი, რადგანაც პირველ რიგში შეუძლეებლია ნაგავის სრულფასოვანი დატკეპნა და შესაბამის კონდიციამდე მიყვანა, მეორე რიგში დატკეპნილი ნაგავი ვერ გაატარებს ჩამდინარე და გრუნტის წყლებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ჯებირის მდგრადობას და შეამოკლებს მის ექსპლოატაციის ვადას, არაფერი რომ არ ვთქვათ იმ მოსალოდნელ საფრთხეზე, რომელიც ემუქრება მიმდებარედ არსებული მრავალსართულიანი ბინების მოსახლეობას. აქვე აღსანიშნავია, რომ ნაგვის უტილიზაცია უნდა მოხდეს სანიტარული ნორმების დაცვით და მისი ქალაქის ტერიტორიაზე დამარხვა არ შეიძლება” – წერდა მაშინ ნადირიძე.

თუმცა დეპუტატს არც ხელისუფლებამ და მითუმეტეს ხელისუფლებიდან სავარაუდოდ მაშინ წაქეზებულმა კომპანია პირამიდამ არანაირი ანგარიში არ გაუწია, რის გამოც დღეს სამ მილიონ ნხავარი ლარი პირდაპირი მნიშვნელობით წყალშია გადაყრილი.

ამის გამომწვევი მიზეზი კი, სავარაუდოდ მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანია “პირამიდას” კორუფციული გარიგებებია.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ივნისის №1381 განკარგულებით გამოიყო თანხა ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის ნაპირდამცავი ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ხსენებული სამუაოების შესყიდვის თაობაზე ტენდერი გამოაცხადა 30.11.2015 წელს. ტენდერით შესასრულებელი სამუშაოების საწყისი ფასი გახლდათ 3 135 500 ლარი. შესყიდვაზე ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი 2 508 350 ლარი შემოთავაზებული იქნა შპს ,,ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში,,, მიერ. ხსენებული ფირმა დისკვალიფიცირებული იქნა ამავე ტენდერში მონაწილე შპს ,,პირამიდა-ფ.რ.-ს ფილიალი,,-ს საჩივრის საფუძველზე და ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა და ხელშეკრულება სამუშაოების შესრულებაზე გაფორმდა ამ უკანსკნელთან, რომლის მიერ შემოთაავზებული ფასი გახლდათ 2 508 400 ლარი.

ცნობისათვის, შპს ,,პირამიდა-ფ.რ.-ს ფილიალი, აწარმოებდა ასევე ოზურგეთში მდინარე ბაზრისწყალზე (ნაბჟუარა) ნაპირსამაგრ საუშაოებს, იქაც საზოგადოებას უამრავი კითხვები ჰქონდა და ვრცელდებოდა ინფორმაციები მშენებლობაზე მიმდინარე კორუფციულ გარიგებებზე.