გლდანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  როგორც ისინი ამბობენ, ბაზარი ღია ტიპისაა და მათთვის გაუგებარია, რატომ არ ეძლევათ ვაჭრობის საშუალება. მოვაჭრეების განცხადებით, ადმინისტრაცია ბაზარს ვერ ხსნის, რადგან შიშობენ, რომ დაჯარიმდებიან. აქციის მონაწილეები ბაზრის გახსნას დ ვაჭრობის უფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებსა და გზის გადაკეტვას გეგმავენ. ბაზრების მიმდებარედ გარევაჭრობას მუნიციპალური ინსპექცია აკონტროლებს. საგანგებო მდგომარეობის დროს ვაჭრობის შემთხვევაში დარღვევა...
დღეიდან მობილური ჯგუფი მგზავრებს თერმოსკრინინგს გოდერძის უღელტეხილზეც ჩაუტარებს. ადიგენი-ხულოს დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზამთარში ჩაკეტილი იყო, უკვე გახსნილია. ყველა მგზავრი თერმოსკრინინგს დაექვემდებარება. „გუშინ ვიყავით გოდერძის უღელტეხილზე და მობილური ჯგუფის საქმიანობას ადგილზე გავეცანით. ეს ზომები აუცილებელი იყო. ვინაიდან გახსნილია უღელტეხილი, მალე მგზავრთა ნაკადიც გაიზრდება, თუმცა, ბუნებრივია, ამ დროისთვის მოძრაობა ინტენსიური არ არის. დღეს ერთი მგზავრი უკვე შემოწმდა, მას არ აღმოაჩნდა საეჭვო სიმპტომები. შესაბამისად, მიეცა გზის გაგრძელების საშუალება“, – განაცხადა აჭარის...
აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული 100 ათასი ლარი, რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაიწერება და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დადგენილების პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის შემცირების შესახებ" კანონმდებლებმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში უძველესი სამარხი აღმოაჩინეს. სამარხს ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი სახლის ეზოში, სამუშაოების დროს მიაგნო და შესაბამის სამსახურებს შეატყობინა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, წინაწარი დათვალიერებით ის სავარაუდოდ საოჯახო აკლდამაა და მეოთხე-მეხუთე საუკუნეებს განეკუთვნება. ,,მსგავსი სამარხი სოფელში სხვა ადგილზეც აღმოჩნდა. სამარხი ნაშენია გათლილი ფილა ქვებით და შიგნით დამარხულია რამდენიმე ადამიანი. ეს...
შემდეგი სტატია სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას 56 სამედიცინო დაწესებულება აღარ გააგრძელებს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ დაწესებულებებით დაახლოებით, 90 ათასი ადამიანი სარგებლობდა, რომლებიც სხვა, გეოგრაფიულად მათთვის ხელმისაწვდომ დაწესებულებებში გადანაწილდებიან. ამასთან, გაბუნიას განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 7 ათას და მეტ მოსახლეს ემსახურებიან, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას განაგრძობენ. „მიმდინარე წლის იანვარში მიღებულ იქნა მთავრობის დადგენილება,...
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხუთ და მეტშვილიან ოჯახებს დახმარების სახით ფქვილი გადაეცათ. ქველმოქმედთა შემოწირულობა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული კატეგორიის 55 ოჯახზე გადაანაწილა. საჩუქარი ოჯახებს სახლში მერის წარმომადგენლებმა მიუტანეს. კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობის გამო, გორის მუნიციპალიტეტში უსახსროდ დარჩენილ ოჯახებს ადგილობრივი ბიზნესმენების, გივი აბალაკისა და არჩილ მოგელაშვილის საწარმო უკვე მეორედ დაეხმარა. პირველ ეტაპზე მათი დახმარება „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიციარმა, შშმ ბავშვების ოჯახებმა მიიღეს. ახალი კორონავირუსის...
წინა სტატია რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ღია ტიპის აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება დღეს დილიდან დაიწყო. ადგილზე არსებულ სიტუაციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი ეცნობიან. როგორც შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, ფასები ოდნავ მომატებულია, თუმცა ფასების მატება პროდუქციის გარკვეულმა დეფიციტმა შექმნა. „ყველა რეკომენდაცია დაცულია ტერიტორიაზე შესვლით დაწყებული, თერმოსკრინინგი, ნიღბები და დისტანცირებით დამთავრებული....
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 156 ფაქტი გამოავლინა. „ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 156 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 30 აპრილის 21 საათიდან პირველი მაისის დილის ექვს საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 88 მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების...
ლენტეხისა და ცაგერის შემდეგ, რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციია ავრცელებს. პროცესს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე გაეცნენ და ექიმებს მთავრობის მიერ მოწოდებული დისტანციური თერმომეტრები და ის აღჭურვილობა გადასცეს, რაც აუცილებელია მათი უსაფრთხოებისთვის. თერმოსკრინინგი ამ ეტაპზე რეგიონში ათასობით მოქალაქეს...
იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანები შეემატა. 2 სახანძრო მანქანა უწყებამ საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიიღო. მანქანები მაღალი გამავლობითა და მაღალი წნევით გამოირჩევა, რაც, მუნიციპალიტეტის რთული რელიეფის გათვალისწინებით, იდეალურია, ვინაიდან ახლა უკვე რთულად მისაღწევ ადგილებში ცეცხლის ჩაქრობა, სანამ ის დიდ ფართობს მოედება, მეხანძრე მაშველებს გაუადვილდებათ. "ბორჯომში ძალიან დიდი ტყის მასივები გვაქვს. ამასთან, ძალიან...
იაპონიის საელჩომ გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს სარწყავი წყლის არხების გასაყვანად და გასაწმენდად მძიმე ტექნიკა გადასცა. წყალმომარაგების პრობლემა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, მას შემდეგ უფრო მძიმედ დადგა, რაც სალთვისი-ტირიფონის სარწყავი არხის სათავე ნაგებობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა და გორის სოფლებისთვის წყალი გადაკეტეს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში ახალი ჭაბურღილებიც მოეწყო, ის საკმარისი არ არის და მოსახლეობას წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდება. სარწყავ...
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთში მოსახვედრად გრუნტის გზა უნდა გაიარო. სოფელი ბარეთის ტბის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1590 მეტრზე მდებარეობს და აქაც, წალკის სხვა სოფლების მსგავსად, მძიმე კლიმატური პირობებია. ბუნების სიმკაცრესთან ერთად, ბარეთელებს ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო პრობლემებიც უხვად აქვთ. ერთ-ერთი უმთავრესი - უგზოობაა. მუნიციპალიტეტი, რომლის წლიური მთლიანი ბიუჯეტი სულ რაღაც 7 მილიონია, ამ პრობლემის მოგვარებას, წლებია, ვერ ახერხებს. 2019 წლის მონაცემებით, სოფელში 479 ადამიანი...
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროსტანდარტების შესაბამისი 100 ერთეული სანაგვე ურნა შეიძინა. ურნები დმანისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც მუნიციპალიტეტში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) საქართველოს 75 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფენ. (65 მლნ – EBRD, 10 მლნ – GCF). როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრესრელიზშია აღნიშნული, სესხი თბილისის მეტროს რეაბილიტაციასა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენას ითვალისწინებს. „თბილისის მოქალაქეები 75 მილიონი ევროს ოდენობის სამთავრობო სესხით ისარგებლებენ. აქედან 65 მილიონს EBRD უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენი მწვანე კლიმატის ფონდიდან (GCF) გამოიყოფა....
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი 13 ხმით დაამტკიცა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“. ცვლილებები „კოვიდ-19“-ის მართვისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მისისტრის ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, სხვადასხვა ეკონომიების ხარჯზე 23 მილიონ ლარზე მეტის მობილიზება მოხერხდა, საიდანაც 20 მილიონი უშუალოდ  ინფექციასთან ბრძოლას მოხმარდება. 20-დან 8 მილიონზე მეტი დაიხარჯება ჯანდაცვის სფეროზე -ახალი რესპუბლიკური...
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს წარადგინა, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის სოციალური დახმარების პაკეტებს მოიცავს, თუმცა, რამდენიმე მოწყვლადი ჯგუფი მათ მიღმა რჩება. მათ შორის არიან უსახლკაროები, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები, თვითდასაქმებულთა ის ნაწილი, რომელიც დახმარების მისაღებ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს, ფულადი გზავნილების შემცირებით დაზარალებული ადამიანები...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ