დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროსტანდარტების შესაბამისი 100 ერთეული სანაგვე ურნა შეიძინა.
ურნები დმანისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც მუნიციპალიტეტში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.