გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში უძველესი სამარხი აღმოაჩინეს

783

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში უძველესი სამარხი აღმოაჩინეს. სამარხს ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი სახლის ეზოში, სამუშაოების დროს მიაგნო და შესაბამის სამსახურებს შეატყობინა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, წინაწარი დათვალიერებით ის სავარაუდოდ საოჯახო აკლდამაა და მეოთხე-მეხუთე საუკუნეებს განეკუთვნება.

,,მსგავსი სამარხი სოფელში სხვა ადგილზეც აღმოჩნდა. სამარხი ნაშენია გათლილი ფილა ქვებით და შიგნით დამარხულია რამდენიმე ადამიანი. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მეოთხე-მეხუთე საუკუნეში სოფელი დასახლებული პუნქტი ყოფილა. სამარხი არქეოლოგიურ შესწავლას საჭიროებს”,- აცხადებს მარკოზაშვილი.