დედაქალაქის მერიას იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ განაცხადა, ინვესტორი ვალდებული იქნება ჩოგბურთის კორტები აღადგინოს.
„დღეს ჩვენ გამოგვაქვს საპრივატიზაციოდ ეს ადგილი სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით. ანუ პირობიანი პრივატიზაცია იქნება. სავალდებულო იქნება, რომ ტერიტორიაზე აღდგეს ჩოგბურთის კორტები, მოეწყოს საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი.
ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ და მომდევნო...
თბილისის მერის კახა კალაძის დავალებით, დამატებითი საპრივატიზაციო აქტივების მოძიება მოხდება.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი პროექტის პრივატიზება მოხდეს, რომ შემოსავლების ნაწილში არსებული პრობლემები უმოკლეს დროში ეფექტიანად მოგვარდეს.
„მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, მოიძიეთ დამატებითი საპრივატიზაციო აქტივები, არა მხოლოდ უძრავი ქონება და მატერიალური აქტივი, არამედ, სხვა ნებისმიერი ტიპის აქტივი, რომლის პრივატიაზაციაც შეიძლება და ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტს შემოსავალს მოუტანს და...
ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შემდეგ, თერმოსკრინინგი ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს , - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე თერმოსკრინინგის შედეგად, ჯერ საეჭვო სიმპტომები არ დაფიქსირებულა.
"50 პროექტზე განახლდება სამუშაოები, თუ კი დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. მათი მხრიდან არსებული მოთხოვნების შესრულებას ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ. რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში...
დედაქალაქის მთავრობის სხდომას რაიონების გამგებლები არ დასწრებიან. როგორც სხდომის დაწყებისას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განმარტა, გამგებლები თავიანთ რაიონებში მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგების პროცესში არიან ჩართული. მისივე თქმით, 2 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა, თუმცა მერიას მუშაობა არ შეუწყვეტია.
„კორონავირუსის პანდემიის გამო, დაახლოებით, 2 თვეა დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთი დღეც არ შეგვიწყვეტია მუშაობა და მერიის შესაბამისი სამსახურები...
E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.
„აღსანიშნავია, რომ სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. რეკომენდაციების შესრულებას და შრომის უსაფრთხოების პირობებს, პერიოდულად საავტომობილო გზების...
შემდეგი სტატია
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაზარალებულ ტაქსის მძღოლებსა და მიკროავტობუსის მძღოლებს 300-ლარიანი დახმარების შეღავათი შეეხებათ.
„არსებული ვითარებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა, მათ შორის არის ტაქსის მძღოლები და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები. თბილისის ტაქსის მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, ეს ეხება ყველა იმ ტაქსის მძღოლს, რომელსაც აქვს ლიცენზია. ასევე ამ...
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დღეისთვის 47 ღია აგრარული ბაზარი მუშაობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ბასილაძე აცხადებს, რომ 47-ვე ბაზარს გაუწიეს შესაბამისი რეკომენდაციები.
„ჩვენი ინსპექტორები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს როგორც ამ გახსნილ 47 ბაზარში, ასევე იმ დარჩენილ ბაზრებში, რომელთაც ჯერჯერობით ჩვენთვის არ მოუმართავთ და დარჩენილი აქვთ რეკომენდაციების შესრულების ნაწილი. ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ჯანდაცვის რეკომენდაციებზეა დაყრდნობილი და მნიშვნელოვანია,...
საქართველოს მასშტაბით, ახალ კორონავირუსზე შესაბამისი გადამზადება 2 700-მდე ოჯახის ექიმმა და სოფლის ექიმმა გაიარა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქ“ მიმართვისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, გადამზადების პროცესი მედპერსონალში გრძელდება. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა ინფიცირებულთა ყველა აქტიური შემთხვევა საავადმყოფოში მკურნალობს. მისი თქმით, საწოლების საკმარისი რაოდენობაც არსებობს.
„დაახლოებით 2 500-დან 2 700-მდე პირველადი ჯადაცვის ექიმის გადამზადება მოხდა. ანუ სოფლის ექიმმა, ოჯახის...
დაავადების გავრცელება შენარჩუნდა მომდევნო პერიოდშიც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგაც რეკომენდებული უნდა დარჩეს დახურულ სივრცეში მგზავრების მიერ ნიღბების გამოყენება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
„დღეისთვის პირბადისა და სამედიცინო ნიღბის ხმარება პრევენციის კარგ საშუალებად განიხილება. საზოგადოებრივ თავშეყრის სივრცეებში, მათ შორის მაღაზიებსა და აფთიაქებში მოხვედრისას რეკომენდებულია ნიღბის ხმარება და ეს ეხება ყველას, მიუხედავად...
„ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1 344 კომპანია“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მერ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.
„აღინიშნა, რომ აქტიურად გაკონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი იმ ობიექტებზე, რომელთაც მუშაობის განახლების უფლება მიეცათ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1 344 კომპანია, რომელთა ნაწილი გაცემულ რეკომენდაციებს...
დღეიდან ყველა სახის სამშენებლო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა განახლდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, აჭარაში განახლდა როგორც სახელმწიფო პროექტები, ასევე საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები.
მათი ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმში მიმდინარე პროექტები მოინახულა. თორნიკე რიჟვაძე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე საძირკვლის მოწყობა დასრულებულია და...
ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე სრულდება.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფილები, ბორდიური, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ბალახის საფარი. ასევე, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. მოეწყობა ფანჩატური, დამცავი მოაჯირი და საპარკე ინფრასტრუქტურა.
მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.
„ქვეყანაში...
საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს. რგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს „საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის სამელიორაციო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, სოფელ ასურეთში გამავალი მაგისტრალური სისტემა, სადაც ამ დროისთვის 1420 მმ-იანი ქსელი იცვლება, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის კვებას უზრუნველყოფს.
„წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება ორძაფიანი დაზიანებული დიუკერის მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად...
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. თბილისის მერიის ცნობით, მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ მოსახლეობის ჩართულობით, ცხაურების დემონტაჟი განახორციელა და დაახლოებით, 1 000 კვ. მეტრ ფართობზე სკვერს აწყობს.
„სამუშაოების შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცის ტენისის მაგიდები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ქვეყანაში ეპიდსიტუაციის განვითარებას აკვირდებიან.
„კომენდანტის საათთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ჯერჯერობით, ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება მიმდინარეობს. იქიდან გამომდინარე, თუ როგორი მდგომარეობა იქნება 22 მაისისთვის საქართველოში, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს, თუმცა, ეს ყოველივე კვლავ დამოკიდებულია ეპიდემიის გავრცელებაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31...
სურსათის ეროვნული სააგენტო ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია,რომ ფუნქციონირება მხარის სხვა მუნიციპალიტეტის სავაჭრო ობიექტებს, აგრარულ ბაზრებს აღუდგეთ.
ამასთან სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს, იმ აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით, რომლებმაც რეგიონის სხვადსხვა მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირება უკვე დაიწყეს.
“ქვემო ქართლის რეგიონში 5 მაისისთვის ფუნქციონირებს შემდეგი აგრარული ბაზრები:
რუსთავი – შპს „მოდერნი 2016“
გარდაბანი – შპს „გარდაბნის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































