სურსათის ეროვნული სააგენტო ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია,რომ ფუნქციონირება მხარის სხვა მუნიციპალიტეტის სავაჭრო ობიექტებს, აგრარულ ბაზრებს აღუდგეთ.
ამასთან სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს, იმ აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით, რომლებმაც რეგიონის სხვადსხვა მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირება უკვე დაიწყეს.
“ქვემო ქართლის რეგიონში 5 მაისისთვის ფუნქციონირებს შემდეგი აგრარული ბაზრები:
რუსთავი – შპს „მოდერნი 2016“
გარდაბანი – შპს „გარდაბნის აგრარული ბაზარი“
მარნეული – მწვანე ბაზარი (ღია ტიპის).
სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები და უახლოეს დღეებში ფუნქციონირების აღსადგენად ემზადებიან:
რუსთავი – შპს „ერთობა“ და „ძველი ბაზარი“
მარნეულის დახურული ტიპის ბაზარი.
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ ფუნქციონირება აღუდგება შემდეგ სავაჭრო ობიექტებს:
დმანისი – აგრარული ბაზარი დმანისში (რ/კ გარდაბნის სამომხმარებლო კოოპერატივი)
გარდაბანი – აგრარული ბაზარი გარდაბანში (ი/მ მაყვალა კიკაბიძე)
რუსთავი – შპს „ლუკა“.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივი აგრარული ბაზრის აღდგენისათვის,”- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.