საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს

648

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს. რგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს „საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის სამელიორაციო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სოფელ ასურეთში გამავალი მაგისტრალური სისტემა, სადაც ამ დროისთვის 1420 მმ-იანი ქსელი იცვლება, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის კვებას უზრუნველყოფს.

„წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება ორძაფიანი დაზიანებული დიუკერის მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. შედეგად, 600 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი. სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.