დღეიდან ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება 7 მაისს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე მიიღეს. შეზღუდვები დღეს, დილის 06:00 საათიდან აღარ მოქმედებს. გუშინ გვიან ღამით, რუსთავში ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟის სამუშაოები ჩატარდა. გაუქმდა ქალაქის შესასვლელებში არსებული 4 ბლოკპოსტი. პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რუსთავი, სხვა დიდი ქალაქების-თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მსგავსად...
„მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ავტომობილით გადაადგილებისას სამ ადამიანზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. „მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება ავტოსატრანსპორტო შესაძლებლობებით სამი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა. მიუხედავად ყველაფრისა, ამ შეზღუდვას...
18 მაისიდან სილამაზის სალონები გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავაჩქაროთ გარკვეული ნაბიჯები და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიკის სალონები“, – განაცხადა გახარიამ. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული. კარანტინის ფარგლებში სრულად...
ხობის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წელს მუნიციპალიტეტში ერთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება და შვიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებს ხობის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. როგორც სამეგრელო -ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება...
სადახლოში სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. მარნეულის მერი, ზაურ დარგალი ამბობს, რომ სადახლოში ორი დიდი უბნის გზაზე ასფალტის საფარს აგებენ. მისი თქმით, სამუშაოები დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება. საერთო ჯამში კი სადახლოს ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფლების გზების რეაბილიტაციას ერთი თვე დასჭირდება. პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 513 110 ლარით, ფინანსდება და 1 600 მეტრის მოცულობის გზის რეაბილიტაციას...
დედაენის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებდა, უკვე დასრულდა. „შეცდომაში რომ არ შეიყვანოთ საზოგადოება, ერთ რამეს გეტყვით, რომ პროექტი შედგებოდა ორი კომპონენტისაგან, ერთი იყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გზები, ხიდების რეაბილიტაცია, განახლება და გამაგრება, გვირაბის გაკეთება და მეორე ეტაპი ეს არის უკვე თვითონ ბაღის...
video
რუსთავის მერიაში სოციალური სამსახურის ბავშვთა დაცვა-მხარდაჭერის და ახალგაზრდული განვითარების განყოფილება იწყებს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ tv4-ს რუსთავის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლავამ განუცხადა.  მისივე ინფორმაციით, 2020 წლის პირველი ივნისიდან ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსი ძალაში შედის, რომელიც მუნიციპალიტეტებს გარკვეული სახის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს აკისრებს. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში რუსთავის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უკვე განსაზღვრა. მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით ,მუნიციპალიტეტში განსაზღვრული იქნება შესაბამისი სამსახური...
"ნაციონალური მოძრაობა" კახეთში სასურსათო პაკეტების შესაძენად დახარჯული თანხის დოკუმენტაციას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  დღეს პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სახელმწიფო რწმუნებულის  ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა. გიორგი ბოტკოველის განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და შესაბამისი მტკიცებულებები, რომ სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხით შეძენილი პროდუქტები შერჩევით დარიგდა და სოციალურად დაუცველი ოჯახები დახმარების გარეშე დარნენ. ბოტკოველი ასევე აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში სასურსათო კალათები ადამიანებს პოლიტიკური...
ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარდა. საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე ამის მიზეზად ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს ასახელებს. „დახურვის მიზეზი არის არსებული შეზღუდვები. საკრებულოს 25 წევრი ვართ, პლუს აუცილებელი ღონისძიების გასატარებლად აპარატის რამოდენიმე წევრი უნდა ესწრებოდეს და შესაბამისად, დარბაზის სივრცე არ გვაძლევს საშუალებას, დამატებით გარეშე პირები დაგვეშვა. საკრებულოს გვერდზე დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით განთავსედება სრული ინფორმაცია და ყველა შეძლებს გაეცნოს, ვისაც აინტერესებს. მთავარი...
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი, სავარაუდოდ, 16 მაისს გაიხსნება.ამის შესახებ ინფორუსთავი წერს. "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის გიორგი გოროზიას თქმით, ამ ეტაპზე, პარკში მიმდინარეობს, როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ხე-მცენარეების შეწამვლის სამუშაოები სპეციალური რეკომენდირებული ხსნარებით. "რუსთავ სერვის" ცენტრის თანამშრომლები, ასევე, ტერიტორიის დასუფთავებისა და გათიბვის სამუშაოებს ახორციელებენ. "შაბათისთვის ვაპირებთ კულტურისა და დასვენების პარკის გახსნას და ყველანაირად მოწესრიგებული იქნება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და გარემოს დაცვამ გამოგვიყო სპეციალური ტექნიკა თავისი მძღოლით რისთვისაც მათ...
კომპანია "ბლექ სი გრუპი" უახლოეს 2 კვირის განმავლობაში, მდინარე ძმის ხეობაში მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ qartli.ge-ს კომპანიის სათაო ოფისში განუცხადეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაო პროცესი, კორონავირუსის პანდემიის გამო, 30 მარტიდან იყო შეჩერებული. პროექტის ღირებულებაა 14,5 მლნ ლარი და გეგმის მიხედვით 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს. თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, დასრულების ვადა, სავარაუდოდ იმ პერიოდით გადაიწევს, რამდენი ხანიც სამუშაოები იყო შეჩერებული. "როგორც კი, დამკვეთი...
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. როგორც მასში წერია, პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს შეთანხმების ჩაშლას, ამ პირობებში, ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს. განცხადებაში წერია, რომ პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს, ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას და ამ პირობებში ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს. "ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში დაზიანდება საქართველო. იმ დროს,...
ასე გამოიყურება სკვერი და სტადიონი გორის სოფელ ბერბუკში, რომელიც დევნილთა დასახლებაში ბავშვებისთვის გააკეთეს. დღეს იქ, ძირითადად, ჭაობის ბალახი ამოსული. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს შიდა ქართლის საინფორმაცი ცენტრი ავრცელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ იქ მისვლა ბავშვებისთვის სახიფათოა, რადგან ქვეწარმავლებითაა სავსე. "სკვერი არ ვიცით, ზუსტად, როდის გაკეთდა, სავარაუდოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც დევნილთა დასახლება აშენდა ბერბუკში,"- აცხადებენ გორის მერიაში.
ბორჯომში აგრარულმა ბაზარმა მუშაობა რამდენიმე დღეა განაახლა. ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული. ბაზარში არსებულ ვითარებას მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნო. მისი განმარტებით, ბაზარში სავაჭრო პროცესი დადგენილი წესებისა და რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ბაზრის შესასვლელშივე მობილიზებული პერსონალი, ყველა მომხმარებლის თერმოსკრინინგს ახორციელებს. მოქალაქეებისათვის აუცილებელი ვალდებულება პირბადის ტარება და შემოსვლისთანავე ხელების სპეციალური ხსნარით დამუშავებაა. შენობაში გაიმიჯნა შესასვლელი და გასასვლელი ადგილები,...
თბილისის მერი, კახა კალაძე კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს, თუ როდის განაახლებს მოძრაობას ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ამისთვის მზად არის და დარგის სპეციალიტების მითითებებს ელოდებიან. „ჩვენთანაც ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. ველოდებით დარგის სპეციალისტები როგორც კი მოგვცემენ მითითებას, როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს სრული...
გორის მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, სამსახურში აღდგენას ითხოვს. ამის მისაღწევად, მას დავა სასამართლოში აქვს დაწყებული. მისი ადგილი კი მერიაში უკვე სხვა კადრს აქვს დაკავებული. რა მოხდება, თუკი სასამართლო ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნას დააკმაყოფილებს? ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. თეიმურაზ მანველიშვილის სამსახურიდან წასვლა ყველა კანონის დაცვით მოხდა, - ამბობს გორის მერი, რომელსაც მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ