სადახლოში სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის მერი, ზაურ დარგალი ამბობს, რომ სადახლოში ორი დიდი უბნის გზაზე ასფალტის საფარს აგებენ. მისი თქმით, სამუშაოები დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება. საერთო ჯამში კი სადახლოს ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფლების გზების რეაბილიტაციას ერთი თვე დასჭირდება.
პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 513 110 ლარით, ფინანსდება და 1 600 მეტრის მოცულობის გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.