ასე გამოიყურება სკვერი და სტადიონი გორის სოფელ ბერბუკში, რომელიც დევნილთა დასახლებაში ბავშვებისთვის გააკეთეს. დღეს იქ, ძირითადად, ჭაობის ბალახი ამოსული. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს შიდა ქართლის საინფორმაცი ცენტრი ავრცელებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ იქ მისვლა ბავშვებისთვის სახიფათოა, რადგან ქვეწარმავლებითაა სავსე.
“სკვერი არ ვიცით, ზუსტად, როდის გაკეთდა, სავარაუდოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც დევნილთა დასახლება აშენდა ბერბუკში,”- აცხადებენ გორის მერიაში.