კალაძე: დედაენის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

570

დედაენის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი უკვე დაწყებულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებდა, უკვე დასრულდა.

„შეცდომაში რომ არ შეიყვანოთ საზოგადოება, ერთ რამეს გეტყვით, რომ პროექტი შედგებოდა ორი კომპონენტისაგან, ერთი იყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გზები, ხიდების რეაბილიტაცია, განახლება და გამაგრება, გვირაბის გაკეთება და მეორე ეტაპი ეს არის უკვე თვითონ ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია და უკვე დაწყებულია სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც ხორციელდება და უახლოეს მომავალში იქნება დასრულებული“, – განაცხადა კალაძემ.