ჩვენ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე აქცენტი ყოველთვის გვქონდა და ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს სტრატეგიული მიმართულებებია: ფერმერების კონკურენტუნარიანობის ზრდა, მათი უფრო მეტი კომერციალიზაცია, მეტი კოოპერაცია იმისთვის, რომ ისინი კონკურენტუნარიანები და მდგრადები იყვნენ და აქცენტი მაღალი ღირებულების კულტურებსა და საექსპორტო კულტურებზე.
„ჩვენ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე აქცენტი...
წინა სტატია
ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ კონსორციუმს. ეს საკითხი დახურულია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კონსორციუმი სამუშაოს გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
თურნავას განცხადებით, კონსორციუმს სამუშაოს შესრულებისთვის კარგი შანსი ჰქონდა.
„კონსორციუმს მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა ძალიან კარგი შანსი და მხარდაჭერა იმისთვის, რომ დადგენილ ვადებში (ეს...
აჭარაში ლაბორატორიული კვლევა 391 პირს ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბათუმის "ცხელების ცენტრში" საეჭვო ნიშნის მქონე 20 პირს სინჯები უკვე აუღეს და დღის განმავლობაში, კვლევის შედეგები გახდება ცნობილი.
"დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 391 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. „ცხელების კლინიკებში“ მოთავსებულია 20 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხის ცხოველების ბაზარი უახლოეს დღეებში გაიხსნება.
ახალციხის ცხოველების ბაზარში არსებულ მდგომარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ.
„ბაზრის ადმინისტრაციასთან შეხვედრისას დეტალურად განიხილეს, რამდენად მომზადებული ხვდება ბაზარი ფერმერებსა და მომხმარებლებს,...
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება საქართველოში პირველია, რომელმაც ონლაინ მეცადინეობების პლატფორმა დაგეგმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბაღების აღსაზრდელებსა და მშობლებს, ეროვნული გეგმითა და პროგრამით გათვალისწინებულ თემებზე ვიდეოგაკვეთილები მიეწოდება. ვიდეომასალის დამუშავება და შემდგომ ონლაინ გავრცელება მეთოდისტებისა და წამყვანი სპეციალისტების მიერ ხორციელდება.
„თემატიკა ყველა ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელზეა მორგებული, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რათა პროგრამას არ ჩამორჩნენ. ონლაინ გაკვეთილებში...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს იქნება სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტები, არცერთი დღით არ შეფერხდეს, განსაკუთრებით, ახლა, როდესაც ეტაპობრივად მიმდინარეობს გახსნა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ფოთის ე.წ. პეისის ტერმინალის პროექტი, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაიწყო, ახლა უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა.
„შეგახსენებთ, რომ ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სულ მცირე, ორნახევარი მილიონი...
პოსტკორონა პერიოდში ანაკლიას უფრო მეტი კომერციული მიმზიდველობა ეძლევა,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, პოსტკრიზისულ პერიოდში ინვესტორების ნომერ პირველი არჩევანი იყოს.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ჩვენი სტრატეგიული პროექტი. პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია აწყობილი იქნება , რომ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი გლობალური კომპანია ცვლის თავის წარმოების...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, გზის მორეცხვის სამუშაოები, ამჯერად, დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. მასშტაბური მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა მიხეილ წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩებზე.
სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმთან დაკავშირებული წესებისა და გაიდლაინების პირველი პროექტი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. მისივე თქმით, ამ წესებსა და გაიდლაინებში არაფერი არ იქნება ისეთი განსაკუთრებული, რასაც ინდუსტრია ვერ შეასრულებს.
„ტურიზმთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია გაიდლაინების დანერგვა. ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, პარალელურად ვაგრძელებთ მუშაობას. პირველი პროექტი, პირველი „დრაფტი“ ამ გაიდლაინებისა უკვე მზად გვაქვს და ამას...
პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას თქმით, ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მისი თქმით, ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები უნდა გაძლიერდეს.
როგორც გახარია ამბობს, შავი ზღვისპირეთში საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი უნდა შეუწყონ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც.
"რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის შემდგომ სტიმულირებას, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები....
რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორად დავიცავთ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად ავამუშავოთ ეკონომიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„წესების დაცვა აუცილებელია, რათა თანმიმდევრულად და შედარებით სწრაფად გავხსნათ ეკონომიკა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორად დავიცავთ ამ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად ავამუშავოთ ეკონომიკა, რაც დღეს ჩვენი მიზანი გახლავთ.
მოგეხსენებათ, რომ...
კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა. ამჯერად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
გიორგი ბრწყინვალესა და ზაზა ქურხულის ქუჩებზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებამდე, გზის გამწმენდითი სამუშაოების დაიწყო. მალე ახალი ასფალტი ექნება ზაზა ქურხულის ქუჩის მცხოვრებლებსაც, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 157 ათასი ლარი დაიხარჯება.
ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულსა და უჯარმაში განახლდა საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ გომბორში აქტიურად დაიწყო საჭიდაო დარბაზის...
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 15-მდე გაიზარდა.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, COVID-19-ზე ტესტირება 58 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ორს ვირუსი დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ერთ-ერთი მათგანი რუსეთის უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელიც აფხაზეთში გუშინ, 13 მაისს დაბრუნდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გაგრაში 7 აპრილს დაფიქსირდა. დეფაქტო ხელისუფლების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს. 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ურთას ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ცნობით, გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხი, რისთვისაც 845 000 ათას ლარი დაიხარჯება.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 10 მილიონი ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვირუსი ჩვენთან, როგორც ჩანს, დარჩება დიდხანს, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც კორონავირუსით დღეს 81 წლის ქალის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ყველანაირი, ასე თუ ისე, წარმატებული ბრძოლა ინფექციისა და პანდემიის წინააღმდეგ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი...
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტულ სეზონს გახსნის და ქვეყანაში ტურისტების მიღებას შეძლებს. პრემიერ-მინისტრის თანახმად, პირველი ქვეყანა, რომელთანაც ქვეყანას უსაფრთხო მწვანე კორიდორი ექნება, არის ისრაელი:
„რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ მათ, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას", - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ისრაელის გარდა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































