პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას თქმით, ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მისი თქმით, ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები უნდა გაძლიერდეს.
როგორც გახარია ამბობს, შავი ზღვისპირეთში საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი უნდა შეუწყონ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც.
“რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის შემდგომ სტიმულირებას, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც აფინანსებს სახელმწიფო, არ შეგვეჩერებინა ან შეჩერების ტემპი ყოფილიყო მინიმალური და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვესტიმულირებინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამის მაგალითი გახლავთ ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი, ეს პროექტი უკვე და გადმოირიცხა 30 მილიონი დოლარი. ამ პროექტის სრული ღირებულება 93 მილიონი დოლარია. რეალურად, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება”, — განაცხადა გახარიამ.