ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ურთას ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ცნობით, გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხი, რისთვისაც 845 000 ათას ლარი დაიხარჯება.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 10 მილიონი ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.