რეგფონდის დაფინანსებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქუჩების რეაბილიტაცია განახლდა

420

კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა. ამჯერად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

გიორგი ბრწყინვალესა და ზაზა ქურხულის ქუჩებზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებამდე, გზის გამწმენდითი სამუშაოების დაიწყო. მალე ახალი ასფალტი ექნება ზაზა ქურხულის ქუჩის მცხოვრებლებსაც, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 157 ათასი ლარი დაიხარჯება.

ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულსა და უჯარმაში განახლდა საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ გომბორში აქტიურად დაიწყო საჭიდაო დარბაზის რეკოსნტრუქცია. დასკვნით ეტაპზეა სოფელ გომბორსა და ქალაქ საგარეჯოში გადაუდებელი დახმარების სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა.

„მუნიციპალიტეტის მასშტაბით განახლდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მისასალმებელია. აღსანიშნავია, რომ სოფელ გომბორში გადაუდებელი დახმარების სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება. მალე სასწრაფო დახმარების პერსონალი, განახლებული შენობიდან განაგრძობს მუშაობას. საგარეჯოში, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად განახლდება“, – ამბობს საგრეჯოს მერი, გიორგი ერბოწონაშვილი.