ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში, მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზიანებული ნაპირსამაგრი წლების მანძილზე პრობლემას უქმნიდა ლასურიაშის გზას და ადგილობრივების კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულებაა 4 657 766 ლარია.
პროექტი მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტმა Covid-19-ის გამო დამდგარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით შესყიდვების სააგენტოს სხვადასხვა საკვები პროდუქტის გამარტივებული შესყიდვის უფლების მოთხოვნით 20 მარტს მიმართა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაშია აღნიშნული.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მიღებული თანხმობის საფუძველზე, 25 მარტიდან 11 მაისის ჩათვლით, რუსთავის მუნიციპალიტეტმა 17 გამარტივებული ხელშეკრულება დადო, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 411,532 ლარი შეადგინა.
"ყველა შესყიდვის შემთხვევაში მომწოდებელი ერთი კომპანიაა...
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში სკოლა-პანსიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ყოფილი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 550 კვადრატულ მეტრზე 2-სართულიანი შენობა აშენდება, რომელიც 20 მოსწავლეზეა გათვლილი.
სკოლაში განთავსდება სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები, ასევე - სველი წერტილები, რომელიც დაკავშირებული იქნება საევაკუაციო გასასვლელთან.
უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდება მყარ საწვავაზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო სკოლის მშენებლობისას გამოყენებული იქნება თანამედროვე სტანდარტების მასალა- მოწყობილობები
შენობა ადაპტირებული იქნება...
თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე N50 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.
შესაბამის სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო. ასევე, დემონტაჟის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობაზე გაესაუბრა.
„მიმდინარე წელს ინტენსიურად დავიწყეთ ავარიული შენობების დემონტაჟი. ამჟამად, ქალაქის მასშტაბით, ხუთი ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელთა ნაცვლად, მომავალ წელს ახალი,...
ქვემო ქართლის რეგიონში საკარანტინე შეზღუდვები ამ ეტაპზე სოფელ მუშევანში, გეტაში და თეთრიწყაროში დარჩება, თუმცა თეთრიწყაროში შესაძლოა, საკარანტინე რეგულაციები უახლოეს პერიოდშიც მოიხსნას, - ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისივე განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინე შეზღუდვები 14 სოფელსა და თამარისის თემში უკვე მოხსნილია.
„ბოლნისში, გუშინ სოფელ მუშევანიდან დამატებით 130 საკვლევი მასალა აიღეს, სრულად ველოდებით 150-ზე მეტ მასალას და დღის ბოლომდე...
შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს, არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი. ამიტომ ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, - ამის შეასხებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას გახარიამ განმარტა, რატომ არის საჭირო მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭება, რომ მას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლოს.
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს ჩვენგან გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას მოითხოვდა. ევროპის...
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად კახეთის რეგიონში ჩავიდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებულ შეღავათებზე საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ყვარელში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოს „Georgia’s Natural-ის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს ესაუბრა.
პრემიერმინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოს, რომელიც ორგანულ პროდუქციას ამუშავებს, გაეცნო. მთავრობის მეთაურმა...
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და უკიდურესად გააზრებული, არანაირი ერთბაშად სწრაფი მოხსნები ვერ იქნება“, - ამის შესახებ პრემიემინისტრმა გიორგი გახარიამ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისასას განაცხადა.
პრემიერის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანაში ტურისტები ჩამოვიდნენ, მნიშვნელოვანია საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე სარგებლობდეს კოვიდ 19-სგან უსაფრთხო ქვეყნის სახელით.
„ჩვენ პირველ რიგში ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა მაგალითად, თბილიდან, იმიტომ, რომ იქ სხვა...
წინა სტატია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
საია-ს ცნობით, გუშინ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საია-ს საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რაც შეიცავს არსებითად მცდარ, ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს საია-ს დისკრედიტაციის მცდელობას და მიზანმიმართულად ახდენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ორგანიზაციის განმარტებით, საია-მ...
რუსთავში სოციალური პროექტები, რომლებიც პანდემიის პირველივე დღეებიდან ამოქმედდა, დღემდე გრძელდება.
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, ქალაქის მერიის ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციის მიხედვით, სოციალურ პროგრამას რუსთავის მერია სამი სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს - საკვები პროდუქტის კალათა, მედიკამენტები და ჩვილ ბავშვთა კვება. მერიის ქოლ ცენტრში ყოელდრიურად 8 ოპერატორი მუშაობს და დღე-ღამეში, დაახლოებით, 500 ბენეფიციარს პასუხობს.
მათივე ცნობით, მერიის თანამშრომლები და მოხალისეები ყოველდღიურად, დაახლოებით 300 ოჯახს...
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი იცვლება. პარლამენტში "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული სტატუსის მისაღებად პირი 2000 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე მაღალმთიან დასახლებაში, ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, 9 თვის ნაცვლად, 6 თვის ვადით ფაქტობრივად უნდა ცხოვრობდეს.
კანონპროექტის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ 19 დასახლებას, რომლებიც...
ატენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი, საავტომობილო გზის მშენებლობა მაისის ბოლოს დაიწყება, ამის შესახებ ინფორმაცია, მერის რწმუნებულმა, ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნუგზარ მძინარაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან მდგომარეობას და გზის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დაიწყება.
"იწყება გზის რეაბილიტაცია, ახლა ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე ადგილზეა და ეცნობა დეტალურად, ძირითადად ტექნიკური მხარეა დარჩენილი, მალე ტექნიკა და სამშენებლო მასალებიც ჩამოვა და თვის ბოლოს...
ატენში სიონის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ხუთ წერტილზე საზოგადოებრივი საპირფარეშო განთავსდება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აღემატება.
"პროექტი მოიცავს არსებული გზების რეაბილიტაციას, საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკის და პარკირების მოწყობას. ასევე, პროექტში გათვალისწინებულია ხუთ წერტილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს განთავსება" , - განმარტეს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ ოთხით გაიზარდა. სააგენტო „აფხაზია-ინფორმი“ ცნობას დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი ვირუსი რუსეთის სამხედრო სასწავლებლიდან დაბრუნებულ სტუდენტებს დაუდგინდათ, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ.პაციენტები გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ. უმრაველობა მათგანი სწორედ რუსეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდები არიან.
სოხუმის მტკიცებით, დეფაქტო რესპუბლიკაში ჯამში კორონავირუსის სულ 25 შემთხვევა დადასტურდა. აქედან ერთი გარდაიცვალა. სამი...
ავტორი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
მართალია, ჩვენი რუბრიკა, სათაურით „სოფელ-სოფელ“, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს სოფლების, იქ მცხოვრები საინტერესო ადამიანებისა თუ ჯგუფების, ტრადიციებისა და ისტორიის შესახებ აპირებს, უამბოს მკითხველს, მაგრამ ვერც პატარა ქალაქებსა და დაბებს ავუვლით გვერდს; ამიტომ ხანდახან, შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ არა კონკრეტულ სოფელზე, არამედ ამა თუ იმ მხარეში, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საინტერესო პროცესებზეც მოგითხროთ...
ამ ახალი რუბრიკის მთავარი ფოკუსი...
ევროპის მთავარმა ბუნებისდაცვითმა ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, დაიცვას მდინარეები დაუგეგმავი ჰესების მშენებლობისგან. ,,ევროპის ველური ბუნების და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ" (ბერნის) კონვენციის მმართველმა ორგანომ საქართველოს მოსთხოვა დაიცვას დიდი მდინარეები და ისინი შეიყვანოს ქვეყნის ბუნებისდაცვითი ტერიტორიების ქსელში – „ზურმუხტის ქსელში“. მან ასევე მოსთხოვა საქართველოს შეიმუშაოს მდინარეების დაცვის ეროვნული გეგმა, - ამის შესახებ ინფორმაციას მწვანე ალტერნატივა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































