ატენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი, საავტომობილო გზის მშენებლობა მაისის ბოლოს დაიწყება, ამის შესახებ ინფორმაცია, მერის რწმუნებულმა, ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნუგზარ მძინარაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან მდგომარეობას და გზის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დაიწყება.
“იწყება გზის რეაბილიტაცია, ახლა ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე ადგილზეა და ეცნობა დეტალურად, ძირითადად ტექნიკური მხარეა დარჩენილი, მალე ტექნიკა და სამშენებლო მასალებიც ჩამოვა და თვის ბოლოს დაიწყება ძირითადი სამუშაოები”, – ამბობს ნუგზარ მძინარაშვილი.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს და 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება.