ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში, მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზიანებული ნაპირსამაგრი წლების მანძილზე პრობლემას უქმნიდა ლასურიაშის გზას და ადგილობრივების კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულებაა 4 657 766 ლარია.
პროექტი მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.