ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა

482
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ ოთხით გაიზარდა. სააგენტო „აფხაზია-ინფორმი“ ცნობას დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი ვირუსი რუსეთის სამხედრო სასწავლებლიდან დაბრუნებულ სტუდენტებს დაუდგინდათ, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ.პაციენტები გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ. უმრაველობა მათგანი სწორედ რუსეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდები არიან.

სოხუმის მტკიცებით, დეფაქტო რესპუბლიკაში ჯამში კორონავირუსის სულ 25 შემთხვევა დადასტურდა. აქედან ერთი გარდაიცვალა. სამი კი გამოჯანმრთელდა.