სოფელ შატილში ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

775

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში სკოლაპანსიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ყოფილი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 550 კვადრატულ მეტრზე 2-სართულიანი შენობა აშენდება, რომელიც 20 მოსწავლეზეა გათვლილი

სკოლაში განთავსდება სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები, ასევესველი წერტილები, რომელიც დაკავშირებული იქნება საევაკუაციო გასასვლელთან.

უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდება მყარ საწვავაზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო  სკოლის მშენებლობისას გამოყენებული იქნება თანამედროვე სტანდარტების მასალამოწყობილობები

შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

დაფინანსების წყაროა მთის განვითარების ფონდი, პროექტის სავარუდო ბიუჯეტი კი 1,5 მლნ ლარია.

შატილის სკოლაპანსიონში შარშან ხანძარი გაჩნდა და შენობა მთლიანად დაიწვა. სკოლაპანსიონი პირიქითა ხევსურეთში ასეთი პროფილის ერთადერთი სასწავლებელი იყო. პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ იმავე დღეს განაცხადა, რომ კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, შატილში ახალი სკოლა აშენდება, მანამდე კი მოსწავლეები ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ სწავლას.