ატენში 5 საზოგადოებრივი საპირფარეშო მოეწყობა

740

ატენში სიონის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ხუთ წერტილზე საზოგადოებრივი საპირფარეშო განთავსდება.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აღემატება.

“პროექტი მოიცავს არსებული გზების რეაბილიტაციას, საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკის და პარკირების მოწყობას. ასევე, პროექტში გათვალისწინებულია ხუთ წერტილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს განთავსება” , – განმარტეს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.