თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარკში მედიათეკის ახალი ფილიალის განთავსება იგეგმება. კალაძის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ, მედიათეკის შენობაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკითხველო დარბაზი, კომპიუტერული სივრცე და მულტიმედიური ოთახები განთავსდება. „არ უნდა დაგვავიწყდეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც ყველას გვაღელვებს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რომ ჩვენ მოვახერხოთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, შევინარჩუნოთ...
აზიის განვითარების ბანკის მიერ თბილისის სატრანსპორტო გენერალური გეგმის წარდგენა წლის ბოლომდე გადაიდო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. „მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმაში გვეხმარება აზიის განვითარების ბანკი, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ამუშავებს სატრანსპორტო გენერალურ გეგმას. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები, მიმართულებები გვქონდეს შემუშავებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეეხება აზიის განვითარების ბანკის...
თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ქალაქის სწორი ურბანული განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. „მინდა მას წარმატებები ვუსურვო, ეს არის უმნიშვნელოვანესი სამსახური. არსებობს გამოწვევები ამ მიმართულებით. თქვენ იცით ჩვენი დამოიდებულება, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი განვითარება მოხდეს. თუმცა, იმ გზას ვერავინ გადაუხვევს რაც ჩვენმა მთავრობამ აირჩია და ეს არის სწორი გზა, მოხდეს...
ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც მართლა შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ მოწესრიგებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მერია ახლა 100 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს ელოდება და უახლოეს მომავალში, დამატებით კიდევ 100 ერთეული 12 მეტრიანი და 200 ერთეულამდე 18 მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა იგეგმება. „ავტობუსებბის შესყიდვები დაწყებული გვაქვს. ახლა 100 ერთეულ 12 მეტრიან ავტობუსს ველოდებით, რომელიც უკვე...
თბილისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე ანდრია ბასიალაია დანიშნა. კახა კალაძემ ახალი მოადგილე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. "მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი მოადგილის ახალი კანდიდატურა ანდრია ბასილაია, რომელიც 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი. ანდრია სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე იყო დღემდე. ის პროფესიით არის ეკონომისტ-პოლიტოლოგი. დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი, მანამდე კი ვესტთაუნის სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა ანდრიას წარმატებები ვუსურვო,...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების შესყიდვა, არსებული კრიზისიდან გამომდინარე დროებით შეჩერდა, თუმცა ისინი აუცილებლად განახლდება. ამასთანავე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პარალელურად, დედაქალაქის ინფრასტრუქუტურაც მოწესრიგდება. „მოწესრიგებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება და იქნება ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც მართლა შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ მოწესრიგებას. გარდა ამისა, მიკროავტობუსების ჩანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, ტენდერი ფაქტობრივად გამოცხადებული იყო, თუმცა...
თბილისი-რუსთავის და რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებებით ყოველდღიურათ 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავლობაში და აუცილებელია, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს. „თბილისიდან რუსთავის მიმართულებით და რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავალობაში. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 67 ახალი ფაქტი გამოვლინდა. "პოლიციამ, 19 მაისის 21:00 საათიდან 20 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 6 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოავლინა. შინაგან საქმეთა...
მიმდინარე წლის განმავლობაში, მარნეულში განხორციელდა ბევრი ახალი ინფრასტრუქტურული, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური პროექტი, რომელიც მიზანმიმართული იყო მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად და ყოველდღიური ყოფის გასაუმჯობესებლად, – ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა, რომელმაც მუშაობის ერთი წელი შეაფასა. ზაურ დარგალმა მარნეულის მცხოვრებლებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში მაქსიმალურად შეეცადა, მოქალაქეების მოლოდინი გაემართლებინა. „მიმდინარე წლის განმავლობაში, მარნეულში განხორციელდა ბევრი ახალი ინფრასტრუქტურული, კულტურული,...
სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები მოსახლეობის მასობრივ PCR ტესტირებას ახორციელებენ. სოფელში იმყოფებიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, რომლებიც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს ბიოლოგიურ ნიმუშებს უღებენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუშევანში რამდენიმე დღის განმავლობაში სპეციალისტებმა 500-ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. 304 გამოკვლეული ნიმუშიდან კორონავირუსი 45 მოქალაქეს დაუდასტურდა, ყველა მათგანი სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადის მკურნალობას. გუშინ სოფლიდან აღებული 130 ნიმუშის...
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელება დღეიდან იწყება, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფერმერებისთვის ფასდაკლების ბარათები ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ასევე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში. „დღეიდან, „აგროდიზელით ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემა მონტაჟდება. გორის მერიის ინფორმაციით, ტინისხიდში მცხოვრები 600-მდე ოჯახი სასმელ წყალს ინდივიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებს. სოფელში სასმელი წყლის სისტემის მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს. „სამშენებლო სამუშაოები დღეს გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. პროექტის მიხედვით, წყალსადენის ახალი ქსელი ტინისხიდის ყველა უბანში მოეწყობა და ყოველ ოჯახში წყლის მრიცხველი დამონტაჟდება. სოფელში სასმელი წყალი ათეული წლების მანძილზე პრობლემად...
კარალეთის დევნილთა დასახლებაში დასასვენებელი სკვერი, სათამაშო მოედანი და სატრენაჟორო სივრცე მოეწყო. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, გორის, მცხეთის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ 5 დევნილთა დასახლებაში 10 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა. 2 "020-2021 წლებში, საქართველოს მასშტაბით დამატებით, კიდევ 14 პროექტი განხორციელდება. დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად...
დაბა ახალდაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ასფალტის საფარის დაგება ჭავჭავაძის, აღმაშენებლისა და ნიკოლაძის ქუჩებზე მოხდება. მათივე ცნობით, ჯამში, გზა 2კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოებით, ახალდაბაში დასრულდება ქუჩების რეაბილიტაცია, ჩიხების კეთილმოწყობა კი შემდეგი წლიდან დაიწყება. “ამ ეტაპზე ადგილზე გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა. გადაადგილება გახდება უფრო კომფორტული და უსაფრთხო”,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა. სამინისტროს ინფორმაციით, დასრულებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა. მისი თქმით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი სჭირდებოდა იმ არქეოლოგიურ სიმდიდრეს, რომელიც გააჩნია ვანს. „ამ კომპლექსს ბოლოს 35 წლის წინ ჩაუტარდა გარკვეული სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი ზაფხულიდან...
როგორც სამედიცინო მოწყობილობების შემთხვევაში, ისე საკვები პროდუქტების შესაძენად ხელშეკრულებები ზოგ შემთხვევაში მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებს უფორმდებათ,- ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაშია აღნიშნული. Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების შესახებ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში ასევე საუბარია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის ტესტების შესაძენად გაფორმებულ ხელშეკრულებებზე. „საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის 24 აპრილს გამარტივებული შესყიდვის მორიგი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ამჯერად კორონა ვირუსის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ