აზიის განვითარების ბანკის მიერ თბილისის სატრანსპორტო გენერალური გეგმის წარდგენა წლის ბოლომდე გადაიდო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
„მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმაში გვეხმარება აზიის განვითარების ბანკი, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ამუშავებს სატრანსპორტო გენერალურ გეგმას. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები, მიმართულებები გვქონდეს შემუშავებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეეხება აზიის განვითარების ბანკის მიერ ქალაქის სატრანსპორტო გენერალურ გეგმას, ის აგვისტოს ბოლომდე უნდა ჩაგვბარებოდა, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, თარიღი წლის ბოლომდე გადაიწევს“, – განაცხადა კალაძემ.