გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემა მონტაჟდება

768
თბილისი gwp

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემა მონტაჟდება.

გორის მერიის ინფორმაციით, ტინისხიდში მცხოვრები 600-მდე ოჯახი სასმელ წყალს ინდივიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებს. სოფელში სასმელი წყლის სისტემის მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს.

„სამშენებლო სამუშაოები დღეს გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. პროექტის მიხედვით, წყალსადენის ახალი ქსელი ტინისხიდის ყველა უბანში მოეწყობა და ყოველ ოჯახში წყლის მრიცხველი დამონტაჟდება. სოფელში სასმელი წყალი ათეული წლების მანძილზე პრობლემად რჩებოდა. დღემდე ადგილობრივების უმეტესობა წყალს გორიდან ეზიდებოდა. სამუშოების დასრულების შემდეგ კი მათ სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებთ. ტინისხიდის სასმელი წყლის მოწყობის პროექტი, რომლის ღირებულება 740 ათასი ლარია, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება,“ – განმარტავენ მერიაში.