დაბა ახალდაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაიწყო

810

დაბა ახალდაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ასფალტის საფარის დაგება ჭავჭავაძის, აღმაშენებლისა და ნიკოლაძის ქუჩებზე მოხდება. მათივე ცნობით, ჯამში, გზა 2კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა.

აღნიშნული სამუშაოებით, ახალდაბაში დასრულდება ქუჩების რეაბილიტაცია, ჩიხების კეთილმოწყობა კი შემდეგი წლიდან დაიწყება.

“ამ ეტაპზე ადგილზე გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა. გადაადგილება გახდება უფრო კომფორტული და უსაფრთხო”, – ნათქვამის გავრცელებულ ინფორმაციაში.