კარალეთის დევნილთა დასახლებაში სკვერი გაიხსნა

961

კარალეთის დევნილთა დასახლებაში დასასვენებელი სკვერი, სათამაშო მოედანი და სატრენაჟორო სივრცე მოეწყო.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, გორის, მცხეთის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ 5 დევნილთა დასახლებაში 10 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა. 2

“020-2021 წლებში, საქართველოს მასშტაბით დამატებით, კიდევ 14 პროექტი განხორციელდება. დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი „ეკონომიკური მონაწილეობა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს”, – განმარტავენ სამინისტროში.