აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტმა ცნობად მიიღო და მხარი დაუჭირა 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვის ბიუროს სხდომაზე გატანას.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა კომიტეტის 27 მაისის სხდომაზე მიიღეს, რომელზეც მოხსენებით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა.
"საბიუჯეტო მაჩვენებლების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა სოფლის მეურნეობის მიმართულებითა და საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებულ საშეღავათო...
ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე გარემოვაჭრეებს პოლიცია გასაყიდად გამოტანილი საქონლის აღება მოსთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ გარემოვაჭრეებს აღნიშნულ ქუჩებზე საქმიანობა გორის მერიამ 2018 წლის 8 მაისიდან აუკრძალა, მოვაჭრეები პერიოდულად მაინც გამოდიან. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ინფორმაციისთვის, საგანგებო მდგომარების დროს, გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს გორის ავტოსადგურის ტერიტორიაზეც.
გორის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ 26 მაისს, 300 ლარის თაიგული შეიძინა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვით ერთ-ერთ ინდმეწარმეთან სააგენტოს ხელმძღვანელმა, გელა კაპანაძემ გააფორმა და ცოცხალი ყვავილების 1 ცალ გვირგვინში 75 ლარი გადაიხადა.
გორის მერიას დამოუკიდებლობის დღისადმი რაიმე ღონისძიება პანდემიის გამო არ დაუგეგმავს, თუმცა, სავარაუდოდ, სწორედ 26 მაისთან დაკავშირებით მოხდა მერიის აღნიშნული (ა)იპ-ის მიერ გამარტივებულო...
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვის გაგრძელების გამო, გორის მერია ექიმების ტრანსპორტირებას ისევ უზრუნველყოფს, - ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განმარტავენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
როგორც ირკვევა, კონტრაქტორ ორგანიზაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რითიც ექიმების ტრანსპორტირება ხდებოდა, ვადა ეწურება. იმ შემთხვევაში, თუ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება, როგორც მერიაში ამბობენ, ახლადგაფორმებული ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგად იმ მომენტისთვის შეწყდება.
სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 200-ს შეადგენს, ხელშეკრულების...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით მარნეულისა და ჰუჯაბის მიტროპოლიტის განცხადებებს აკრიტიკებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სასულიერო პირის რიტორიკა არ არის მიმართული ისტორიული პროცესების ფართოდ შეფასებისკენ და ნარიმანოვის პოლიტიკური მოღვაწეობის კრიტიკულად და ცივილურად გააზრებისაკენ.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში, დამოუკიდებლობის განოცხადების შემდეგ წარსულის გააზრება არ ყოფილა პოლიტიკის ნაწილი, რადგან სახელმწიფოს ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
"2020 წლის 25 მაისს...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კომუნალური ხარჯების დაფარვით სახელმწიფოსგან მილიონ 200 ათასმა ოჯახმა ისარგებლა. ამ თემაზე მან პარლამენტში მოხსენების დროს ისაუბრა.
"ჩვენ მივიღეთ პირველი გადაწყვეტილება კომუნალური ხარჯების სრულად დაფარვის თაობაზე, ეს კომუნალური ხარჯების დაფარვა შეეხო, როგორც ფაქტი, მომავალში კი არ ვამბობ, უკვე შეეხო მილიონ 200 ათას ოჯახს", — თქვა გიორგი გახარიამ.
მისივე განცხადებით, სამი თვით ბანკის სესხის გადავადების სერვისით 600 000-მა ფიზიკურმა პირმა...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, StopCov ფონდში მობილიზებული თანხა ყველაზე უფრო საჭირო დროს იქნება გამოყენებული. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ფონდში არსებულ დონაციას ფინანსური დაზღვევის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფონდში 132 მილიონია მობილიზებული.
"stopcov.ge უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ინფრომაციას აწვდიდა მომენტალურად. ბიზნესომბუდსმენის აპარატს, რომელმაც შექმნა ეს მხარდაჭერის ფონდი, რომელშიც ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ფინანსური...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტში დაახლოებით, ერთი კვირიდან ათი დღის ვადაში წარადგენს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ამასთან, პრემიერმა ცვლილებების შესახებ რამდენიმე მაჩვენებელი წარმოადგინა.
"დღეის მონაცემებით, საბიუჯეტო ციფრებში რომ გადავიდეთ, რეალური მონაცემები იქნება შემდეგი - ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები დაახლოებით მილიარდ 800 მილიონი, 600 მილიონი ლარით ხარჯებს შევამცირებთ, რაც იქნება 300 მილიონი...
პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა და დეპუტატებს რამდენიმე მაჩვენებელი გააცნო.
"დღეის მონაცემებით, საბიუჯეტო ციფრებში რომ გადავიდეთ, რეალური მონაცემები იქნება შემდეგი - ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები დაახლოებით მილიარდ 800 მილიონი, 600 მილიონი ლარით ხარჯებს შევამცირებთ, რაც იქნება 300 მილიონი მიმდინარე ხარჯები და 300 - კაპიტალური. ეს ის კაპიტალური ხარჯებია,...
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში ველოსადგომები დამონტაჟდა. როგორც ბაღის ადმინისტრაციაში რადიო ათინათს უთხრეს, სადგომები მოეწყო ბაღის ორივე შესასვლელთან. ამავე ცნობით, ველოპარკინგისთვის სულ გათვალისწინებულია 16 ადგილი.
"კამერები არის აღნიშნულ ტერიტორიაზე, რაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ხშირად ექმნებოდათ მოქალაქეებს დისკომფორტი, რადგან ბოტანიკურში ველოსიპედით გადაადგილება არ არის შესაძლებელი. ახლა მათ შეუძლიათ ამ სადგომით ისარგებლონ", - გვითხრეს ბოტანიკურის ადმინისტრაციაში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული ბოტანიკური ვიზიტორებისთვის 11 მაისიდან გაიხსნა. ზუგდიდის მერის გადაწყვეტილებით...
წინა სტატია
საკრებულოს წევრს და ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეს ბათლომე შელიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 1500 ლარის გადახდა დაეკისრა "წითელი ჯვრის" მოხალისეს დავით ღურწკაიას. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ორივე ბრალდებულისთვის 3000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
როგორც ბათლომე შელიამ რადიო ათინათს უთხრა, სასამართლოს მომდევნო სხდომა 55 დღეში ჩაინიშნა.
საკრებულოს წევრს და წითელი ჯვრის მოხალისე დათო ღურწკაიას ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს....
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, სოფელ დავითურის მოსახლეობა წლებია სოფლამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარის დაგებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
დაახლოებით სამ კილომეტრიანი გზის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზეა ბეტონის საფარი დაგებული. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, უხვი ნალექის დროს გზა იტბორება და რთულდება გადაადგილება.
სოფელში მისვლა უჭირთ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებსაც. გზის ამ მონაკვეთის მოვლა-პატრონობა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება. უწყებაში აცხადებენ, რომ...
გიორგი გახარია პარლამენტში COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საუბრობს.
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგაც კი ქვეყანაში დაახლოებით, 65 ათასი კომპანია აგრძელებდა მუშაობას და არ გაჩერებულა სოფლის მეურნეობის არც ერთი საწარმო, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი და სისტემური ინდუსტრიალური კომპანია. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ არც ერთი ეს სამუშაო ადგილი არ გამხდარა ინფექციის გავრცელების წყარო, რადგან ყველაფერი...
მიიღებს თუ არა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაჭახლის ხეობა, დაცული ლანდშაფტის სტატუსს? კანონპროექტის ინიციატორი, ისტორიული ხეობის ბიომრავალფეროვნებაზე, ასევე მის მატერიალურ და არამატერიალურ კულტურაზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ვახტანგ წულაძის განცხადებით, მაჭახელა დაცული ლანდშაფტის სტატუსის მისაღებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ვიდრე გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მომზადებული პროექტი პარლამენტს წარედგინება, დოკუმენტს მხარი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა უნდა დაუჭირონ. მოსახლეობის მთავარი მიზანი,...
სოფელ არლიდან წარბასთუმნამდე დაახლოებით სამ კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. იგი ორ ეტაპად განხორციელდება და მილიონ-ნახევარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ადიგენში, სოფელ არლიდან წარბასთუმანში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 26 მარტს, 1 478 270 ლარზე გამოცხადდა. თანხის 96% სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 4% კი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ტენდერში შპს „არალმა“ გაიმარჯვა. მასტან ხელშეკრულება 15 მაისს გაფორმდა.
პროექტი დაყოფილია ორ მონაკვეთად:
N1 მონაკვეთი: მოიცავს...
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომა შესაძლოა დასაშვები არ იყოს. ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვიცე-მერმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთნ დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისმა საბჭოს მიიღო.
„ჯერჯერობით ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება, მაგალითად, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა რომ არ დავუშვათ, სხვა შემთხვევაში ისევ მძიმე სურათი რომ არ მივიღოთ. ერთადერთი,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































