გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ 4 ცალ გვირგვინში 300 ლარი გადაიხადა

814

გორის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ 26 მაისს, 300 ლარის თაიგული შეიძინა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვით ერთ-ერთ ინდმეწარმეთან სააგენტოს ხელმძღვანელმა, გელა კაპანაძემ გააფორმა და ცოცხალი ყვავილების 1 ცალ გვირგვინში 75 ლარი გადაიხადა.

გორის მერიას დამოუკიდებლობის დღისადმი რაიმე ღონისძიება პანდემიის გამო არ დაუგეგმავს, თუმცა, სავარაუდოდ, სწორედ 26 მაისთან დაკავშირებით მოხდა მერიის აღნიშნული (ა)იპ-ის მიერ გამარტივებულო შესყიდვის განხორციელება.