გორში, ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს პოლიციამ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა

529

ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე გარემოვაჭრეებს პოლიცია გასაყიდად გამოტანილი საქონლის აღება მოსთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ გარემოვაჭრეებს აღნიშნულ ქუჩებზე საქმიანობა გორის მერიამ 2018 წლის 8 მაისიდან აუკრძალა, მოვაჭრეები პერიოდულად მაინც გამოდიან. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ინფორმაციისთვის, საგანგებო მდგომარების დროს, გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს გორის ავტოსადგურის ტერიტორიაზეც.