გახარია: StopCov ფონდში მობილიზებული თანხა უაღრესად მწვავე და საჭირო დროს იქნება გამოყენებული

596

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, StopCov ფონდში მობილიზებული თანხა ყველაზე უფრო საჭირო დროს იქნება გამოყენებული. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფონდში არსებულ დონაციას ფინანსური დაზღვევის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფონდში 132 მილიონია მობილიზებული.

“stopcov.ge უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ინფრომაციას აწვდიდა მომენტალურად. ბიზნესომბუდსმენის აპარატს, რომელმაც შექმნა ეს მხარდაჭერის ფონდი, რომელშიც ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, ათასობით ქართულმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი. თუ არ ვცდები, დღეს ფონდში მობილიზებილია 132 მილიონი ლარი. ეს არის ის ფინანსური რესურსი, რომელიც უაღრესად მწვავე და საჭირო დროს იქნება გამოყენებული. რა თქმა უნდა, აქ მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ქართუ ფონდის დამსახურება. ჩვენ ამ დონაციას გამოვიყენებთ სწორედ მაშინ, როდესაც ეს ქვეყანას ყველაზე უფრო დასჭირდება და რა თქმა უნდა, ამ დონაციას აქვს ფინანსური დაზღვევის ყველაზე დიდი მნიშვნელობა” — განაცხადა გახარიამ.