მაჭახლის ხეობამ, შესაძლოა, დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიიღოს

750

მიიღებს თუ არა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაჭახლის ხეობა, დაცული ლანდშაფტის სტატუსს? კანონპროექტის ინიციატორი, ისტორიული ხეობის ბიომრავალფეროვნებაზე, ასევე მის მატერიალურ და არამატერიალურ კულტურაზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ვახტანგ წულაძის განცხადებით, მაჭახელა დაცული ლანდშაფტის სტატუსის მისაღებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ვიდრე გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მომზადებული პროექტი პარლამენტს წარედგინება, დოკუმენტს მხარი აჭარის უმაღლესი საბჭოს  დეპუტატებმა უნდა დაუჭირონ. მოსახლეობის მთავარი მიზანი, განვითარების პარალელურად ისტორიული ხეობისთვის გარემო პირობებისა და ბუნებრივი იერსახის შენარჩუნებაა.