ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, სოფელ დავითურის მოსახლეობა წლებია სოფლამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარის დაგებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
დაახლოებით სამ კილომეტრიანი გზის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზეა ბეტონის საფარი დაგებული. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, უხვი ნალექის დროს გზა იტბორება და რთულდება გადაადგილება.
სოფელში მისვლა უჭირთ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებსაც. გზის ამ მონაკვეთის მოვლა-პატრონობა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება. უწყებაში აცხადებენ, რომ წელს გზის 300 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარს დააგებენ.