SOVLAB: ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა გახდეს საფუძველი ამ რეგიონში ახალი კონფლიქტის წარმოშობის

693

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით მარნეულისა და ჰუჯაბის მიტროპოლიტის განცხადებებს აკრიტიკებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სასულიერო პირის რიტორიკა არ არის მიმართული ისტორიული პროცესების ფართოდ შეფასებისკენ და ნარიმანოვის პოლიტიკური მოღვაწეობის კრიტიკულად და ცივილურად გააზრებისაკენ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში, დამოუკიდებლობის განოცხადების შემდეგ წარსულის გააზრება არ ყოფილა პოლიტიკის ნაწილი, რადგან სახელმწიფოს ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

“2020 წლის 25 მაისს მოულოდნელად გავრცელდა მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის ქადაგების კადრები, რომელშიც იგი მარნეულში, ქალაქის ცენტრში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟს მოითხოვს და ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს საბჭოთა სიმბოლოს მფარველობაში.

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დეკომუნიზაციის პროცესი არ მომხდარა. წარსულის გააზრება პოლიტიკის ნაწილი არ ყოფილა. სახელმწიფოს ამ შედეგის მისაღწევად კრიტიკულად აუცილებელი ნაბიჯები არ გადაუდგამს:

 არ ჩაატარა ლუსტრაციის პროცესი;

– არქივები კვლავაც ხელმიუწვდომელია. მკვლევრებისთვის დოკუმენტებზე წვდომა პრობლემას წარმოადგენს. არ არის გამოქვეყნებული იმ პირთა სია, რომლებიც თანამშრომლობდნენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან.

– საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის სამართლებრივი შეფასება არ მომხდარა.

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” საჭიროდ თვლის გამოეხმაუროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქის განცხადებას და განაცხადოს, რომ:

– მარნეულის გარდა, საქართველოში სხვა ქალაქებშიც მრავლადაა საბჭოთა „საზოგადო მოღვაწეების“ ძეგლები, დგას მათი ბიუსტები თუ მონუმენტები. მათი სახელები ჰქვია ქუჩებს.

– ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის, ვლადიმერ ლენინის ძეგლების აღება 90-იან წლებში საქართველოს საზოგადოების დიდი ჩართულობით მოხდა. ამ აქტს საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოუწვევია, არც კონფლიქტის საფუძველი გამხდარა.

– ნარიმან ნარიმანოვი, როგორც ისტორიული ფიგურა, უნდა იზიარებდეს საბჭოთა ოკუპაციის (აზერბაიჯანისა და საქართველოს) კოლექტიურ პასუხისმგებლობასა და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებას მოყოლილი დანაშაულებების მორალურ ტვირთს,”- წერია განცხადებაში

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორა” აცხადებს, რომ ამის ფონზე, რასაკვირველია, გულდასაწყვეტია, რომ ბოლშევიკური რეჟიმის ძალისხმევითა და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ყურადღების გამო დღემდე ბოლომდე არ არის შესწავლილი საქართველოში მცხოვრები იმ ეთნიკური აზერბაიჯანელების წვლილი, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ხელს აწერდნენ საქართველოს სადამფუძნებლო დოკუმენტებსს და მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველებმა მუსლიმი ქალი აირჩიეს ადგილობრივ თვითმართველობაში;

“- ეს ადამიანები კოლექტიური მეხსიერებიდან გაქრნენ. არ არსებობს მათი ძეგლები, მათი სახელი არ ჰქვია ქუჩებს, მოედნებს, სკვერებს და ა. შ.

– საქართველოში მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვანია და ეს საერთო ისტორიაშიც მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი;

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსის განცხადება არ არის მიმართული ისტორიული პროცესების ფართოდ შეფასებისკენ და ნარიმან ნარიმანოვის პოლიტიკური მოღვაწეობის კრიტიკულად და ცივილურად გააზრებისაკენ.

– ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა გახდეს საფუძველი ამ რეგიონში ახალი კონფლიქტის წარმოშობის. მიგვაჩნია, რომ მაღალი სასულიერი იერარქები უნდა ცდილობდნენ, რომ საქართველოში იყოს – „ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

– ძეგლების ჩამოხსნა და დადგმაც უნდა მოხდეს საზოგადოებაში კონსენსუსის საფუძველზე. ძალადობრივად, ფრაგმენტულად, სახალხო თანხმობის გარეშე ძეგლების ჩამოხსნამ შესაძლოა უკუშედეგი მოგვცეს და ისინი კერპებად იქცნენ,”- წერია განცადებაში.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ, მარნეულის მერი გააკრიტიკა  ქალაქის კულტურული ცენტრის მიმდებარედ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისთვის და ზაურ დარგალს მისი დემონტაჟისათვის “გონივრული ვადა” მისცა.  განცხადება სასულიერო პირმა 24 მაისს მრევლის წინაშე გაახმიანა და უმეცრება უწოდა ბოლშევიკური წარსულის მქონე ფიგურის ძეგლის განახლებას. თავად მარნეულის მერი აღნიშნულს ჯერ არ გამოხმაურებია,