კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშში ერთ-ერთი თავი საკარანტინო ზონების მართვას ეთმობა.
ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ინფექციის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, მთავრობამ დაიწყო საკარანტინო სივრცეების შექმნა, რომლებითაც დღემდე უზრუნველყოფს რისკ ჯგუფებს მიკუთვნებული პირების დროებით იზოლირებას.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ საკარანტინო ზონების პროექტის დაწყებიდან, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან.
ჯამში, მოლაპარაკებები წარიმართა დედაქალაქისა და ქვეყნის...
რამდენად შეძლო ადგილობრივმა ხელისუფლებამ პანდემიის პირობებში ყველა მოქალაქის საჭიროების დანახვა, - ამის შესახებ სტატიას ჩემი ხარაგაული აქვეყნებს.
სოფელ ხიდარში მცხოვრები მზექალა ხარშილაძე ზესტაფონში გინეკოლოგთან გეგმიურ კონსულტაციაზე ამ კვირაში უნდა წასულიყო. ის ფეხმძიმედაა და ექიმთან უფასო კონსულტაცია უწევდა. კორონავირუსის პანდემიის გამო საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 8 ივნისამდე არ ამოქმედდება. მზექალას სოციალურად დაუცველ ოჯახს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხიდრიდან ზესტაფონში ექიმთან ვიზიტისთვის ტაქსი დაიქირაოს.
მზექალას...
წინა სტატია
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმა ხარაგაულის საავადმყოფოში ორი თვის სახელფასო დავალიანება გაისტუმრა. დავალიანების მქონე თხუთმეტ თანამშრომელს, 3 ივნისის მდგომარეობით, ხელფასი 2020 წლის პირველ იანვრამდე აქვთ აღებული.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბოლქვაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, როდის შეძლებენ დარჩენილი დავალიანების დაფარვას.
მისი ინფორმაციით, საავადმყოფოდან რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში გადაგზავნილი ინფორმაციის შესწავლა, ჯანდაცვის მინისტრის #36 დადგენილების მიხედვით, 90 დღე...
წინა სტატია
თეთრიწყაროში ძალიან შრომატევადი სამუშაო იყო გაწეული ყველა უწყების, სამხარეო რგოლის და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხალისეებისგან, რომლებიც ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებდნენ თავიანთი ჯანმრთელობის რისკის ფასად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბლოკ-პოსტის გაუქმებისა და საკარანტინე რეჟიმის მოხსნაზე საუბრისას განაცხადა.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კარანტინის რეჟიმი მხოლოდ ორ სოფელში -...
გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გადაადგილების შეზღუდვა 11 ივნისამდე იმოქმედებს - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:
N23, N24, N32 და N33 ავტობუსები გლდანის პარკის მხრიდან ვეკუას ქუჩაზე გავლენ და მოძრაობას შეშელიძის ქუჩის მეშვეობით, სარაჯიშვილის გამზირამდე გააგრძელებენ, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ; N23, N24,...
თბილისში, ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა.
ადგილობრივები სანიაღვრე არხების გადახურვასა და საკანალიზაციო სისტემის დრენაჟის მოწყობას ითხოვენ. დასახლებაში გზის მოასფალტების სამუშაოები თებერვალში დაიწყო.
აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
როგორც მათ განაცხადეს, ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების გადახურვა არ იგეგმება.
დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში, იოანე პეტრიწის N9-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი 8 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა სარწყავი სისტემა და რულონური ბალახი დაიგება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, LED განათების ქსელი, გარე ტრენაჟორები და საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა სახეობის ატრაქციონი განთავსდება.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი...
მთავრობა მეტროს ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შესყიდვას გეგმავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 60 მლნ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ბიზნეს ინტერპრესნიუსი წერს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე ამ ეტაპზე მეტროს 192 ვაგონი აღირიცხება. ამ ვაგონებს ორი - ნაძალადევის და გლდანის მოქმედი ელექტროდეპოები ემსახურება. თუმცა, ამ ორ ელექტროდეპოში დამატებითი ახალი ვაგონების ექსპლუატაციის ადგილი პრაქტიკულად არ არის. შესაბამისად, ახალი ვაგონების შეძენის პირობებში,...
ერთი წელი შესრულდა, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტურია. პირველი მოადგილე მუნიციპალიტეტის მერმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით უნდა დანიშნოს. გამოცემა ჩემი ხარაგაული წერს, რომ ვის დანიშნავს და როდის, ამის გარკვევას მერთან, ნიკო თოფურიძესთან, შეეცადნენ, თუმცა, მერმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
დებულებით, მერის პირველი მოადგილე ინფრასტრუქტრული პროექტების განხორციელებას, სატენდერო კომისიასა და კონტროლის ჯგუფს ხელმძღვანელობს.
კონტროლის ჯგუფი შესყიდვების პროცესს აკონტროლებს და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წელს ორი სოფლის – ფარცხნალისა და საქარიქედის გაზიფიცირება იგეგმება. ამ სოფლებში გაზსადენს შპს „ბილდინგ დეველოპერი“ აშენებს. კომპანიის წარმომადგენელ მექი დანელიას ინფორმაციით, ამჟამად სამუშაოები საქარიქედზე მიმდინარეობს. ამის შესახებ გამოცემა ჩემი ხარაგაული წერს.
„ფარცხნალში მასალები უკვე შეტანილია. ერთ თვეში, მას შემდეგ, რაც საქარიქედის გაზიფიცირებას დავასრულებთ, სამუშაოებს ფარცხნალში დავიწყებთ“, – ამბობს მექი დანელია.
შარშან ხარაგაულში შპს „ბილდინგ დეველოპერმა“ გაზსადენი კიცხსა და ლაშეში...
ოზურგეთში, თითქმის ყველა ფეხით მოსიარულეთა ე.წ ზებრა გადასასვლელების 90% გადაშლილია, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის, კარანტინის და კომენდანტის საათის გამო, სამი თვით იძულებით მოგვიწია სახლში ყოფნა და იზოლაცია, 1 ივნისიდან ნელ-ნელა ყველა რეგულაცია შემსუბუქდა, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობა განაახლა, აგრარულმა ბაზრებმა, მაღაზიებმა და სხვადასხვა ოფისებმა. ქალაქები ჩვეულ ცხოვრებას...
ხობში საბჭოთა ლიდერების სტალინისა და ბერის სახელობის ქუჩებს სახელები გადაარქვეს, ზუგდიდში კი დღემდე, ქალაქის ცენტრში, ავტოსადგურთან ქუჩა ლავრენტი ბერიას სახელს ატარებს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ზუგდიდის საკრებულოში ამას მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სურვილის გათვალისწინებით ხსნიან. „ლაივპრესი“ შეეცადა გაერკვია, იყვნენ თუ არა ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგები ხობში.
ხობის საკრებულოში გვითხრეს, რომ ქუჩებისთვის სახელწოდების შეცვლის ინიციატორი ადგილობრივი მცხოვრები ნუგზარ შონია იყო.
გაირკვა, რომ მოქალაქემ სახელწოდების...
დღევანდელი მდგომარეობით ხაშურში წყალმომარაგების კომპანია წყლით მხოლოდ ნახევარ ქალაქს უზრუნველყოფს, დანარჩენი მოსახლეობა ჭებით სრგებლობს. ჭის წყალი კი სასმელად უვარგისია, რადგან ხშირ შემთხვევაში კანალიზაციის წყალი უერთდება. Qartli.ge შეეცადა, ამის შესახებ სავარაუდო თარიღი მაინც გაერკვია.
მოსახლეობა გვიყვება, რომ ხაშურს წყლისა და კანალიზაციის პრობლემა 90-იანი წლებიდან აქვს და მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მათ პრობლემებს არავინ აგვარებს.
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ვინც მაშინ ქალაქს ხელმძღვანელობდა, გასცა...
მერიამ გორის ციხეზე საქართველოს დახეული დროშა ახლით ჩაანაცვლა. ამის ამსახველ ვიდეოს საინფორმაციო ლეგიონი ავრცელებს.
https://www.facebook.com/InfoArmy.ge/videos/2385427958416957/?v=2385427958416957
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ ერთი კვირის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ გორის ციხეზე დახეული დროშა ფრიალებდა. ფაქტის გაშუქების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროშა შეცვალა.
დისტანციური მუშაობის დროს აჭარის მუზეუმის დირექტორმა 200 ლიტრი საწვავი მოიხმარა. რისთვის გამოიყენა სულხან ოქროპირიძემ საწვავი მაშინ, როცა იგი სამსახურში პანდემიის გამო არ დადიოდა და მასზე დაკისრებულ მოვალეობას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ასრულებდა? ამის შესახებ სიუჯეთი ტვ25-მა მოამზადა.
რეპორტაჟში ნათქვამია, რომ სულხან ოქროპირიძემ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებს არ უპასუხა.
"აჭარის მუზეუმში დასაქმებულები პირად საუბრებში კი ჰყვებიან, რომ თანამშრომლები და ხელმძღვანელი ბოლო სამი თვის...
გორის მერია თამარ მეფის N37 - თან ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟებას გეგმავს. შესაბამის განკარგულებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომავალ სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
განკარგულების მიხედვით, გორის მერია საგზაო ნიშნის "გაჩერება აკრძალულია" დამონტაჟებას თამარ მეფის ქუჩაზე, (სტალინის გამზირიდან #4 -სა და თამარ მეფის # 37 - ის მიმდებარედ) ჩოჩიშვილის ქუჩამდე აპირებს.
"გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შსს - ს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































