მერიამ გორის ციხეზე საქართველოს დახეული დროშა ახლით ჩაანაცვლა

1110

მერიამ გორის ციხეზე საქართველოს დახეული დროშა ახლით ჩაანაცვლა. ამის ამსახველ ვიდეოს საინფორმაციო ლეგიონი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ ერთი კვირის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ გორის ციხეზე დახეული დროშა ფრიალებდა. ფაქტის გაშუქების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროშა შეცვალა.