დღეიდან, 8 ივნისიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.
დასაშვები გახდება
ყველა სახის მომსახურება იმ სასტუმროებსა და რესტორნებში, რომელიც უსაფრთხოების ზომებს აკმაყოფილებს და შესაბამისი რეკომენდაცია აქვს.
საქალაქთაშორისო მიმოსვლა მეორე და მესამე კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. მგზავრები ვალდებულნი იქნებიან, ეკეთოთ პირბადე.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფუნქციონირება. სავალუტო ჯიხურების ასოციაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის სავალუტო ჯიხურების საქმიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები გაწერილი არ არის, თუმცა ეს ობიექტებიც იმავე წესებით იმუშავებს, როგორც საფინანსო...
სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში „საქართველოს რკინიგზა“ ჩართული იყო. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვართ მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, რაც ჩვენი მხრიდან ყველა რეგულაციის შესრულებას გულისხმობდა, - ამის შესახებ იმედინიუსს „საქართველოს რკინიგზის“ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა კაჭარავამ განუცხადა.
მისი თქმით, კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა COVID19-თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას.
„ახლა კი ვემზადებით სეზონისთვის. ჯანმრთელობის დაცვის...
მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა და კარგად ხედავთ, რიკოთის უღელტეხილზე რა სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, იმერეთში სტუმრობისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მოახერხებს, რომ იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელიც მართავს ინფექციის გავრცელების რისკებს და მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად, ფრთხილად და გონივრულად აღადგინოს.
„ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შესაბამისად, ჩვენ...
პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, უფუნქციოდ დარჩენული ქუთაისის პარლამენტის შენობის საკითხი დროულად არის მოსაგვარებელი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
„პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით არგუმენტები, რომელსაც ამბობთ, ობიექტური და მისაღებია. მე არ ვარ ის ადამიანი, რომ უარვყო და არარეალური რაღაცეები ვილაპარაკო. დროულად არის მოსაგვარებელი. ჩვენ ვეცდებით და გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯს, რომ ვუპოვოთ ამ შენობას (ფუნქცია), თუ გამოვლინდება რაიმე სახის კომერციული...
წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდეგი ბრილიანტი, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გეოგრაფიულად დღეს წყალტუბო არის ტურისტული თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტიული და მიმზიდველი მიმართულება, რომელსაც სჭირდება ინვესტიციები.
"წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი უკვე ჩამოყალიბებულია, მას სჭირდება იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის, ნიშნის დამატება და ეს ყველაფერი იქნება. შეიძლება ჩვენ, განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში, დროში სადღაც ჩამოვრჩეთ,...
ქალაქ ბოლნისს მალე კიდევ ერთი ქვაფენილიანი ქუჩა შეემატება - ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მერაბ კოსტავას ქუჩაზე ათეული წლების განმავლობაში არსებული გზის პრობლემა უახლოეს ხანში მოგვარდება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის პირველ ეტაპზე ქუჩაში არსებული დაზიანებული კედლებისა და ღობეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, შემდგომ კი გზაზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგება. აღსანიშნავია,...
ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მოქალაქე მანანა მიქავა საკრებულოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდა. დაპირისპირება მოჰყვა, ნიკო ნიკოლაძის #3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხს. ამის შესახებ იმედინიუსი წერს.
მანანა მიქავამ საკრებულოს თავმჯდომარეს, მამუკა წოწერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და განაცხადა, რომ მისი მიწის მითვისების საქმეში წოწერიას პირად დაინტერესებას ხედავს. მოქალაქე შეეცადა საკრებულოს თავმჯდომარისთვის წყალიც შეესხა.
როგორც მანანა მიქავა ჟურნალისტებთან აცხადებს, მას ხელთ აქვს ორი სასამართლოს გადაწყვეტილება,...
ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩაზე და ზეკარის ქუჩის გარკვეულ ნაწილზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ამ ეტაპზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 340 გრძივი მეტრი სანიაღვრე მილები მოეწყო, დამონტაჟდა 9 ჭა და 7 ცხაური.
მათივე ცნობით, ბორდიურის მოწყობის დასრულების შემდეგ კი 2 100 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ...
მარნეულში ეგრედწოდებული „მწვანე ბაზარის“ გახსნის თარიღი უცნობია. დახურული ტიპის ბაზრობა კვირებია, რაც მოეწყო, თუცა დახლები უფუნქციოდ დგას. აღნიშნული სივრცე, გუშინ 5 ივნისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და ადგილობრივი თვითმმართველობის პირებმა მოინახულეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის მერიამ ინფორმაცია საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზეც გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ეგრედწოდებული „მწვანე ბაზრის“ დახურული ტიპის სავაჭრო სივრცის ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების სრული დაცვით...
ქალაქ გურჯაანში შუქნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, შუქნიშნები ორ ლოკაციაზე განთავსდება. კერძოდ კი, წმინდა ნინოსა და თავისუფლების ქუჩის გზაჯვარედინზე და კოსტავასა და თავისუფლების ქუჩების გადაკვეთაზე.
მერის ინფორმაციითვე, შუქნიშნების მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს.
წინა სტატია
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი არ არის ინფორმირებული, სახელდება თუ არა მისი კანდიდატურა რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე. ამის შესახებ knews.ge-ს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს, გუშინ ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, კიდევ ერთ ოლქში, რომელიც გურჯაანს, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღს მოიცავს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით...
გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, ამჟამად ობიექტზე შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ სპექტრი წერს.
„მშენებლობა გასული წლის ივნისის თვეში დაიწყო. კორონავირუსის გამო სამუშაოები სამი თვე შეჩერდა. ასევე იყო სხვა ხელის შემშლელი პირობებიც. მიწის მოჭრის დროს აღმოჩნდა, რომ ნიადაგში იყო ძველი ბეტონი და ამან წაიღო დიდი დრო. ამჟამად შენობა თითქმის დასრულებულია. მიმდინარეობს შიდა სამუშაოები და...
დღეიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილება აჭარის ტერიტორიაზე გუშნდელ დღესთან შედარებით გაუმჯობესდება.
8 ივნისიდან ორგანიზაცია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", ევროკავშირის მხარდაჭერით ადაპტირებულ მანქანით მომსახურებას უზრუნველყოფს ყველა იმ შშმ პირისთვის, ვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა არ შეუძლია Covid-19-ს რეგულაციების გამო.
ტრანსპორტით სარგებლობა ხდება წინასწარ რეგისტრაციით.
შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 591227883
https://www.facebook.com/FreeSpaceBatumi/posts/2689929241288188
ადიგენის სოფელ წრეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სოფელ წრეში მოეწყობა 1 კილომეტრამდე ასფალტ - ბეტონის გზა სანიაღვრე არხებითა და ეზოში შესასვლელი ცხაურებით, ასევე მოეწყობა საყრდენი კედელი (გაბიონი).
პროექტი, მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 504 199 ლარია.
დღეს, სამუშაოების მიმდინარე პროცესს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი ადგილზე გაეცნო.
ქალაქის გასარწყავიანების ახალი სისტემის მოწყობის მიზნით მიმდინარე სამუშაოების გამო გზებზე შექმნილი შეფერხებებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას!" - უწყების განმარტებით, აღნიშნული სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც შესაძლებელი ქნება დაზიანებული ასფალტის აღდგენა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"გასარწყავიანების ახალი სისტემის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის ინფრასტრუქტურისა და იერსახის გაუმჯობესებისთვის, რადგან მთლიანად უზრუნველყოფს მწვანე სივრცეების, გაზონების, სკვერების და შადრევნების წყალმომარაგებას...
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება 2021 წლის ბოლომდე გადავადდა. როგორც ჩემი ხარაგაული წერს, ამის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს რკინიგზას“ პრესცენტრიდან მოვიპოვეთ.
„საქართველოს რკინიგზაში“ პროექტის გადავადების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.
ხარაგაულში, სოფელ ზვარეს ტერიტორიაზე განვითარდა საშიში გეოლოგიური პროცესი, რომელიც დარგის ექსპერტების მიერ კლასიფიცირდება, როგორც ფართომასშტაბიანი დაძვრითი ტიპის გრანდიოზული მეწყერი. ამის გამო სარკინიგზო ხაზი არსებული კორიდორის მოპირდაპირე მხარეს ხიდის საშუალებით გადავა.
ცვლილება შეეხო სადგურ მოლითის ტერიტორიას, რადგან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































