გორში გზებზე დაზიანებული ასფალტი ივლისის ბოლოს აღდგება

530

ქალაქის გასარწყავიანების ახალი სისტემის მოწყობის მიზნით მიმდინარე სამუშაოების გამო გზებზე შექმნილი შეფერხებებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას!” – უწყების განმარტებით, აღნიშნული სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც შესაძლებელი ქნება დაზიანებული ასფალტის აღდგენა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“გასარწყავიანების ახალი სისტემის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის ინფრასტრუქტურისა და იერსახის გაუმჯობესებისთვის, რადგან მთლიანად უზრუნველყოფს მწვანე სივრცეების, გაზონების, სკვერების და შადრევნების წყალმომარაგებას თვითდინებით, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს ფინანსური და ადამიანური რესურსების დაზოგვის საშუალებას მისცემს და ცხელ პერიოდში ბალახსა და ნარგავებს გადახმობისგან დაიცავს,“ – განაცხადა ქალაქის მერმა.

პროექტის ღირებულება 477 627 ლარია. აღნიშნული თანხითგასარწყავიანების ახალი მაგისტრალი 5200 მეტრის სიგრძეზე მოეწყობა, ასევე, რეაბილიტირდება შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული აქამდე დახურული სათავე ნაგებობა, საიდანაც წყალი თვითდინებით მიეწოდება ქალაქში არსებულ სკვერებსა და შადრევნებს.