ადიგენის სოფელ წრეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

397

ადიგენის სოფელ წრეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სოფელ წრეში მოეწყობა 1 კილომეტრამდე ასფალტ – ბეტონის გზა სანიაღვრე არხებითა და ეზოში შესასვლელი ცხაურებით, ასევე მოეწყობა საყრდენი კედელი (გაბიონი).

პროექტი, მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 504 199 ლარია.

დღეს, სამუშაოების მიმდინარე პროცესს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი ადგილზე გაეცნო.