ქალაქ გურჯაანში შუქნიშნები ორ ქუჩაზე დამონტაჟდება

529

ქალაქ გურჯაანში შუქნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, შუქნიშნები ორ ლოკაციაზე განთავსდება. კერძოდ კი, წმინდა ნინოსა და თავისუფლების ქუჩის გზაჯვარედინზე და კოსტავასა და თავისუფლების ქუჩების გადაკვეთაზე.

მერის ინფორმაციითვე, შუქნიშნების მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს.