გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, ამჟამად ობიექტზე შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ სპექტრი წერს.
„მშენებლობა გასული წლის ივნისის თვეში დაიწყო. კორონავირუსის გამო სამუშაოები სამი თვე შეჩერდა. ასევე იყო სხვა ხელის შემშლელი პირობებიც. მიწის მოჭრის დროს აღმოჩნდა, რომ ნიადაგში იყო ძველი ბეტონი და ამან წაიღო დიდი დრო. ამჟამად შენობა თითქმის დასრულებულია. მიმდინარეობს შიდა სამუშაოები და გარე ფასადის მოწესრიგება. გაკეთდება შიდა ტიხრები, აივნები მოპირკეთდება მეტლახით. დიდი თანხები და დრო მიაქვს დაქსელვას. პრობლემა იყო მუშახელი და ამანაც შეგვაფერხა”, – ამბობს ზავრაშვილი.
მისივე თქმით, შენობა აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება და მისი ღირებულებ ორი მილიონ 178 ათასი ლარია.