რა გეგმები აქვს მთავრობას ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით? – პრემიერის განმარტება

988
ზომებში არ არის

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, უფუნქციოდ დარჩენული ქუთაისის პარლამენტის შენობის საკითხი დროულად არის მოსაგვარებელი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

„პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით არგუმენტები, რომელსაც ამბობთ, ობიექტური და მისაღებია. მე არ ვარ ის ადამიანი, რომ უარვყო და არარეალური რაღაცეები ვილაპარაკო. დროულად არის მოსაგვარებელი. ჩვენ ვეცდებით და გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯს, რომ ვუპოვოთ ამ შენობას (ფუნქცია), თუ გამოვლინდება რაიმე სახის კომერციული ინტერესი.

ეპიდემიამდე და პანდემიამდე იყო რამდენიმე საინტერესო, კომერციული შემოთავაზება“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, განხილვის თემად ისევ რჩება აღნიშნულ შენობაში საპოლიციო ჰაბის განთავსება.

„ქუთაისში პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით ჩვენ ვეცდებით და გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯს, თუ გამოვლინდება რაიმე სახის კომერციული ინტერესი. პანდემიამდე იყო რამოდენიმე შემოთავაზება, საკმაოდ ეფექტურად ამ შენობის გამოყენების. საპოლიციო ჰაბის პროექტი უკვე არსებობს, მაგრამ ამ პროექტს დაფინანსება სჭირდებოდა. ნაწილობრივ გვეხმარებოდნენ, ნაწილობრივ რესურსები მოსაძებნია. საპოლიციო ჰაბიც განიხილება, მაგრამ პირველი ნაბიჯი ყველაზე ლოგიკური იქნება ამ შენობის გატენდერება. ვნახოთ რა კომერციული ინტერესი გამოვლინდება,“-აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.